Latest news
მიზანში ამომიღეს - აცხადებს კონსტანტოპულუ კარლა: ფოტოგრაფებმა იშვიათი შავი ყარყატი დააფიქსირეს დანა იმიტომ ჰქონდა რომ  ეშინოდა - აცხადებს 20 წლის ბრალდებულის ადვოკატი კოზანის რეანიმაციული განყოფილების დირექტორი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არსებულ მდგომარეობაზე ... პროგრამისთვის ტურიზმი ყველასთვის 300 000 განაცხადი შევიდა დაგვიანებით - პლატფორმა 29 აპრილს იხურება სოციალურ პროგრამაზე ძიძები სამეზობლოდან რეგისტრაცია დღეიდან იწყება რა ღირს ოცნების ასრულება - ინ ვიტრო განაყოფიერების ახალი რეალობა საბერძნეთში ისტორიული შენობების მფლობელები მოთხოვნებს აყენებენ 27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება რა არის ლეპტოსპიროზი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება
სამშაბათი, აპრილი 28, 2026
საბერძნეთიUncategorized

ატალანდიში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ 32 წლის ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა

ატალანდიში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ 32 წლის ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა

ენით აღუწერელი ტრაგედია დატრიალდა დღეს ღამით, საღამოს 20:00 საათის შემდეგ ატალანდიში. 32 წლის ქალს, რომელიც მეუღლისა და შვილის სანახავად მიდიდოდა, სკალა ატალანდის მუნიციპალურ გზაზე ავტომანქანა შეეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ტრაღანასკენ მიმავალმა ავტომანქანამ ძველი Henniger-ის გზაჯვარედინზე STOP-ის ნიშანი დაარღვია და ქალის მოტოციკლეტს შეეჯახა. 

ძლიერი შეჯახების შედეგად მოტოციკლეტისტი სასიკვდილოდ დაშავდა.

ქალი ადგილიდან მოწყდა და ასფალტზე უგონო მდგომარეობაში დაენარცხა. 

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისთვის ყოველგვარი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა უკვე დაგვიანებული იყო.

გარდაცვლილს მეუღლე და ერთი შვილი ჰყავდა.

მეუღლესთან ერთად ატალანდიში გახსნილი ჰქონდა კაფე, ხშირად გადიოდა გზას, რომელზეც ავარია მოხდა და აიტომ კარგად იცნობდა მიმდებარე ტერიტორიას, იყო გამოცდილი მძღოლი და ყოველთვის ეხურა ჩაფხუტი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *