Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ახაიაში გაუჩინარებული 14 წლის ბიჭი ცოცხალი იპოვეს

ახაიაში გაუჩინარებული 14 წლის ბიჭი ცოცხალი იპოვეს

ენით აღუწერელი ნერვიულობის გადატანა მოუწია 14 წლის ბიჭის ოჯახს პატრაში, როცა აღმოაჩინეს, რომ მამის ავტომანქანით ბიჭი გაუჩინარდა. შეშინებულმა ოჯახის წევრებმა დაუყოვნებლივ მიმართეს სამართალდამცავ ორგანოებს დახმარებისთვის.

Tempo24-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ოჯახმა შაბათს გამთენიისას შეამჩნია რომ ბავშვი სახლში არ იყო. სამართალდამცავმა ორგანოებმა სახანძრო/სამაშველო სამსახურთან ერთად დაუყოვნებლივ დაიწყო გადაუდებელი სამძებრო სამუშაოები. რამდენიმე საათის შემდეგ კი ოჯახის ავტომანქანა ლაბრეიკაში იპოვეს, მანქანა დაზიანებული იყო შეჯახების შედეგად, თუმცა ბავშვის კვალი არსად ჩანდა. 

სამაშველო სამსახური მთელი ღამის განმავლობაში ეძებდა ბიჭს. საბოლოოდ კი ის სახლში დამალული იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *