Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ახალგაზრდამ დედას სახეში მუშტი გაარტყა და დაჩეხვით დაემუქრა

ახალგაზრდამ დედას სახეში მუშტი გაარტყა და დაჩეხვით დაემუქრა

15 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა ახალგაზრდას სალონიკიდან, რომელიც დედას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

დაკავებული ოჯახური ძალადობისთვის, კერძოდ სხეულისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვისა და მუქარისთვის გაასამართლეს. 

მსჯავრდებული სასამართლოს გადაწყვეტილებით ერთ თვეს გაატარებს ციხეში, ხოლო 3 წლით შეეფარდება პირობითი მსჯავრი. 

ძალადობის მსხვერპლის ჩვენებაზე დაყრდნობით 11 სექტემბერს მსჯავრდებული სახლში გამთენიისას ნასვამ მდგომარეობაში დაბრუნდა. იმისთვის რომ სახლამდე აეღწია დედას გარეთ მოუწია გასვლა და მისი დახმარება, რადგან სიარულიც კი უჭირდა. იმდენად დიდი ოდენობით ჰქონდა ალკოჰოლი მოხმარებული, რომ გზაში რამდენჯერმე დაეცა კიდეც. 

როგორც კი სახლში შევიდნენ ახალგაზრდამ დედისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და მუქარა დაიწყო. დედამ პოლიციას განუცხადა, რომ მსგავს შემთხვევას ადგილი ხშირად ჰქონდა წარსულშიც. თუმცა ამჯრად შვილი დედას ფიზიკურადაც გაუსწორდა. 

დაკავებულმა სასამართლო პროცესზე დანაშაული აღიარა: “ყველაფერი ისე მოხდა, როგორც დედა ყვება..” – განაცხადა მან. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *