Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

ახალი კვირა წვიმიანი ამინდით იწყება

ახალი კვირა წვიმიანი ამინდით იწყება

ღრუბლიანი ამინდითა და წვიმით დაიწყება ახალი კვირა საბერძნეთში.

მეტეოროლოგების განცხადების თანახმად ამინდი საგრძნობლად გაუარესდება ოთხშაბათიდან.

მოსალოდნელია ძლიერი ქარები ზაკინთოზე და სამხრეთ პელოპონისოზე. 

სამშაბათს ძლიერი ქარები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში დაუბერავენ, თუმცა დღის განმავლობაში შემსუბუქდებიან, რაც თავიდან აარიდებს მოსახლეობას წვიმასა და ქარიშხალს.

ოთხშაბათს დილის საათებში გაწვიმდება საბერძნეთის აღმოსავლეთ ნაწილში. შუადღის საათებიდან კი უამინდობის ფენომენი დასავლეთ მაკედონიაში, თესალიასა და აღმოსავლეთ პელოპონისოსკენ გადმოინაცვლებს.

ძლიერი წვიმებია მოსალოდნელი ხუთშაბათს ქვეყნის დასავლეთსა და ცენტრალურ ნაწილში. 

იონიის ზღვის კუნძლები, ჩრდილო-დასავლეთ პელოპონისო, თესალია, დასავლეთ მაკეტონიას მაცხოვრებლები ძლიერი წვიმისთვის უნდა იყვნენ მზად. 

პარასკევიდან ამინდი კიდევ უფრო გაუარესდება საბერძნეთის დასავლეთ ნაწილში. 

“საბერძნეთში თბილი შაბათ-კვირის შემდეგ ხმელთაშუა ზღვიდან აღმოსავლეთისკენ ნალექის შემოდინება იწყება, რაც მომდევნო კვირიდან გამოიწვევს ძლიერ წვიმებს, განსაკუთრებით ქვეყნის დასავლეთ ნაწილში.” – აცხადებს მეტეოროლოგი თოდორის კოლიდასი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *