Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიშოუბიზნესი

ახლა ის ზემოდან გვიყურებს – ჟურნალისტი კოსტას ხარდაველასი დაკრძალეს

ახლა ის ზემოდან გვიყურებს – ჟურნალისტი კოსტას ხარდაველასი დაკრძალეს

უკანასკნელად გამოემშვიდობნენ ნათესავები, მეგობრები და გულშემატკივრები ყველასთვის საყვარელ ჟურნალისტს კოსტას ხარდაველას. 

გასვენება 13:30 საათზე  პალეო ფალიროში მდებარე ტაძარ პანაღიცაში გაიმართა. 

ჟურნალისტის მეუღლე და შვილი ეკლესიაში დილიდან იმყოფებოდნენ ხალხთან შესახვედრად: “გამომდინარე იქიდან, რომ აქ გავიზარდე ამ ადგილის ყველა დადებით და უარყოფით მხარეს კარგად ვიცნობ და მინდა ვთქვა, რომ მამა ძალიან დააფასებდა როგორ ლამაზად და პატივისცემით გაქვთ წარმოჩენილი თითოეული დეტალი. ვიცი, რომ ახლა ზემოდან გვიყურებს.” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას კოსტას ხარდაველასის შვილმა.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი სამშაბათს, 17 დეკემბერს 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შესახებ პოსტი მისმა მეუღლემ მარია პანაღოპულუმ გამოაქვეყნა ინსტაგრამის პირად გვერდზე: “ისე წახვედი ამ ქვეყნიდან როგორ შეგეფერებოდა, გამარჯვებული! ახლა შეგიძლია დაისვენო შენს საყვარელ ადამიანებთან, მშობლებთან ერთად, რომლებიც ასე გენატრებოდნენ. მშვიდად განისვენე დედასთან, კალიფსოსთან და მამასთან კონსტანტინოსთან ერთად. მომავალ შეხვედრამდე ჩემო გიგანტო! შემდეგ ცხოვრებაშიც ერთად ვიქნებით! “

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *