Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ბავშვთა ქირურგმა სასამართლო ექსპერტი გააკრიტიკა: როდის ისწავლიან საქმის სწორად კეთებას

ბავშვთა ქირურგმა სასამართლო ექსპერტი გააკრიტიკა: როდის ისწავლიან საქმის სწორად კეთებას

კარამანდანიოს ბავშვტა საავადმყოფოს ქირურგმა, ვასილის ალექოპულოსმა კომენტარი გააკეთა სასამართლო ექსპერტის დასკვნაზე, რომელიც პირდაპირ არ საუბრობს ჩვილის სხეულზე ფიზიკურ ძალადობის კვალზე და ბავშვის უყურადღებოდ დატოვების შესაძლებლობას არ გამორიცხავს: 

“როდის ისწავლიან ამ ქალაქში საქმის სწორად კეთებას?! ქალაქში, სადაც მსხვერპლები ჩვილი, პატარა ბავშვები არიან! რისთვის ვიბრძოლეთ ამდენი წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს კომიტეტის მეშვეობი ბავშვებზე ძალადობის შესახებ პროტოკოლის შესაქმნელად?! დიდი იმედგაცრუების წინაშე აღმოვჩნდით სამწუხაროდ.. ბავშის უყურადღებოდ დატოვება ძალადობის ტოლფასია რაც დადასტურდება პროტოკოლითაც, რომელსაც სულ მალე იუსტიციის სამინისტრო გამოაქვეყნებს. სასამართლო ექსპერტმა უნდა იცოდეს, რომ მოტეხილობები 10 თვის ჩვილი ბავშვის სხეულზე, განსაკუთრებით ბარძაყის არეში, არის სტანდარტული ძალადობის ნიშანი.”

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული თემა მას შემდეგ წარმოიშვა, რაც 13 მარტს დედამ 10 თვის ჩვილი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადის დახმარებით სხეულის მძიმე დაზიანებებით მიიყვანა. თუმცა გამოკვლევების ჩატარების პროცესის დასრულებამდე ბავშვთან ერთად სახლში გაბრუნდა.

16 მარტს, ექიმების მიერ პოლიციაში შესული საჩივრის შემდეგ, ბავშვის დედა დააკავეს და პროკურორის მიერ გაცემული განკარგულების საფუძველზე 10 თვის ჩვილი გამოკვლევების სრულად ჩასატარებლად საავადმყოფოში დააბრუნეს. 

ბავშვი ათი დღით პირღოსის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას, ხოლო ექიმების გადაწყვეტილებით კარამანდანიოს საავადმყოფოში გადაიყვანეს მეთერთმეტე დღეს, სადაც უტარდება სპეციალიზირებული ბავშვთა ორთოპედიული და ქირურგიული თერაპია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *