დამნაშავეთა ბანდა, რომელიც მკვლელობებითა და სასტიკი ძალადობით გამოირჩეოდა
დამნაშავეთა ბანდა, რომელიც მკვლელობებითა და სასტიკი ძალადობით გამოირჩეოდა
დაკავებამდე, დამნაშავეთა ბანდა ,,LIONS“ მკვლელობებითა და სასტიკი ძალადობით გამოირჩეოდა. დაკავებულთა შორისაა ბანდა ,,LIONS“ -ის ერთერთი წევრი, რომელმაც საკუთარ მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
ყაჩაღობა სახლებსა და მაღაზიებში, ქუჩაში მძღოლების ცემა, სასტიკი ძალადობები არასრულწლოვანი ბავშვების თვალწინ და, მათ ახლობლებზე შეიარაღებული თავდასხმები – ეს გახლავთ არასრული ჩამონათვალი იმ ბრალდებებისა, რომელშიც ადანაშაულებენ სასტიკი ბანდის ორ წევრს, რომლებიც ათენის ცენტრში ტერორსა და შიშს თესავდნენ. ისინი, ათენის უშიშროების ქვედანაყოფის პოლიციელებმა დააკავეს.

დამნაშავეთა სახლებსა, თუ მანქანებში, კოლონოსა და ნიკეას რაიონებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცავებმა დამნაშავეთა საკუთრებაში მქონე: 3460 ევრო, 3 პისტოლეტი, 68- ვაზნა, მაყუჩი და მობილური ტელეფონები ამოიღეს. ცნობილია, რომ ბანდა LIONS ორი წევრიდან ერთერთი, 2023 წლის თებერვალში იმყოფებოდა ნეა იონიის მაღაზიაში, სადაც გასროლა მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა ალბანური წარმოშობის 37 წლის სანტექნიკოსი.

ათენის უშიშროების საქვეუწყებო დაწესებულების პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამოძიებიდან, ორი დაკავებული (24 და 19 წლის) ბრალდებულნი არიან შემდეგ ქმედებებში: 05-02-2024: 24 წლის დამნაშავის მიერ, მუცლის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით, მისი საკუთარი მეუღლე, ატიკას საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახალგაზრდა მამაკაცი ამტკიცებდა, რომ საკუთარ სახლში კოლონოს რაიონში მან თავის თავს ესროლა, თუმცა, ჩატარებული წინასწარი გამოძიებიდან გაირკვა, რომ სწორედ ის იყო ამ თავდასხმის ჩამდენი.

21-01-2024: შუადღისას, ორმა დაკავებულმა, სულ მცირე, კიდევ -5 ადამიანთან ერთად, კოლონოსის ტერიტორიაზე გააჩერეს მანქანა, რომელშიც ოთხი ადამიანი და არასრულწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა. შემდეგ მძღოლს მუშტებით და წიხლებით სცემეს, სახეში ცეცხლსასროლი იარაღის სახელური ჩაარტყეს და ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ესროლა კიდეც. საბედნიეოდ, სროლას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
09-01-2024: პატისიაზე, პარასკევოპულოსა და ჯანარის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე ღამის კლუბში, დილის სამ საათზე, მათ მინიმუმ შვიდჯერ გაისროლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან, რის შედეგადაც (კვლავაც საბედნიეროდ) მხოლოდ მაღაზიის ვიტრინა დააზიანდა. წინასწარი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ თავდასხმის ორგანიზატორები დაკავებულნი არიან. 22-07-2022: ახარნეს რაიონში 20 წლის ახალგაზრდას 15-კაციანმა ჯგუფმა ფეხში ესროლა.
თავდასხმის ადგილიდან ამოიღეს ვაზნა, რომელიც ლაბორატორიული ექსპერტიზის თანახმად, ჩამორთმეული იარაღიდან იყო. ყველა ზემოჩამოთვლილი დანაშაულების განხილვა სასამართლო პროცესზე გაგრძელდება.
Facebook Comments Box