Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

ბერძენმა მთამსვლელმა მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი, ევერესტი დაიპყრო

ბერძენმა სპორტსმენმა მარიო იანნაკუმ  მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი, ევერესტი დაიპყრო, რომლის სიმაღლეც 8848 მეტრია.

მარიომ  მიზნისკენ  სვლა შვიდი კვირის წინ, 30 მარტს დაიწყო და მიაღწია ჰიმალაის ქედს, საიდანაც მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე ასვლას შეუდგა.

ევერესტზე  ექსპედიცია ორ თვეს გაგრძელდა , რადგან ჟანგბადის ნაკლებობის გამო საჭირო იყო ნელ-ნელა ასვლა და მთის მწვერვალებთან  აკლიმატიზაცია.

გამარჯვების შემდეგ  ევერესტიდან ჩამოსვლის დაწყებამდე მან  თავისი პირველი პოსტი ატვირთა,  რომელშიც მადლობა გადაუხადა ოჯახს, შეყვარებულს და მეწყვილეს  ჯეისონს, რომელიც  სამწუხაროდ უკან ვერ  დაბრუნდა.

„პარასკევს, გამთენიისას ჩვენ მივაღწიეთ მსოფლიოს უმაღლეს  მწვერვალს, ევერესტს.

მსურს ეს ძალისხმევა მივუძღვნა საბერძნეთს და ყველა ბერძენს, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, ჩემს ოჯახს, ჩემს შეყვარებულს და ჯეისონს, რომელმაც მოახერხა მწვერვალზე ასვლა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ შეძლო დაბრუნება.

იყო მომენტები, როცდესაც  დაბრუნებაზე  ვფიქრობდი, ძალიან მიჭირდა,  მაგრამ ჩემი სისუსტის  მრცხვენოდა.

რთულ მომენტებში ვფიქრობდი იმ დღეზე, როცა ავლონას არასრულწლოვანთა საპყრობილის ბავშვებს ვეწვიე,  ვესაუბრე  და დავპირდი, რომ მათ მიერ გაკეთებულ საჩუქარს ზევით ავიტანდი და მე ეს შევძელი.

ამის შემდეგ მათ უნდა მიაღწიონ  გამარჯვებას  საკუთარ,  რეალურ ევერესტზე, რომელსაც სიცოცხლე ჰქვია.

ბევრი გეტყვის, რომ წარმატებას ვერ მიაღწევ, რომ არ შეგიძლია, გაიცინებენ და შეიძლება დაგაჯერონ, რომ ნამდვილად ხარ ის, ვინც მათ უნდათ.

ჩვენს ცხოვრებაში საბაბი უკან დასახევად  ყოველთვის მეტი იქნება, მაგრამ არ უნდა დავნებდეთ  და გავაგრძელოთ სვლა იმ  მიზნისკენ,  რომელსაც  გვინდა მივაღწიოთ… მადლობა მათ ვისაც ჩემი სჯეროდა, მადლობა მათ, ვინც  მთების გადაადგილება მასწავლეს”- წერს მარიო იანნაკუ.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *