Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიემიგრაცია

ბინადრობის მოწმობა სახელწოდებით მეორე შანსი და მისი აღების პირობები

ბინადრობის მოწმობა სახელწოდებით მეორე შანსი და მისი აღების პირობები

5 თებერვალს ხმების უმრავლესობით დამტკიცებული კანონპროექტი სხვა მრავალ ცვლილებასთან ერთად ბინადრობის მოწმობების აღდგენის შესაძლებლობასაც აძლევს ემიგრანტებს.

აღნიშნული ბინადრობის მოწმობა სისტემაში “მეორე შანსი”-ს სახელით შევა: Άδεια διαμονής δεύτερης ευκαιρίας და განაცხადის გაკეთებას შეძლებენ ის ადამიანები, რომლებიც სულ მცირე 5 წლის განმავლობაში ფლობდნენ ბინადრობის მოწმობას. ვადა გაუვიდა აღნიშნულ ბინადრობის მოწმობას, ან საემიგრაციო სამსახურებიდან გამოიტანეს ვადის გასვლის შემდეგ და ვეღარ შეძლეს გადავადება. საბუთების აღდგენას ასევე შეძლებენ პირები, რომლებსაც გამოუვიდათ უარი, ან გაუუქმდათ ბინადრობის მოწმობა.

აღნიშნული პირები უნდა აკმაყოფილებდნენ გარკვეულ წინაპირობებს: არ უნდა უფიქსირდებოდეთ 6 თვეზე დიდხანს გასვლა საბერძნეთის ტერიტორიიდან, არ უნდა წარმოადგენდნენ სახელმწიფოსთვის საფრთხეს.

აღნიშნული ბინადრობის მოწმობა ძალაში იქნება გაცემის დღიდან 2 წლის ვადით, ხოლო გაცემამდე კი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის გაიცემა სერთიფიკატები, ე.წ “ვევეოსები.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *