Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიUncategorized

ბორტზე დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მოხმარების გამო თვითმფრინავის ორი მგზავრი დააკავეს

ბორტზე დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მოხმარების გამო თვითმფრინავის ორი მგზავრი დააკავეს

ეგვიპტისკენ მიმავალ რეისზე მყოფი წყვილის გამო თვითმფრინავს ნიკოს კაზანძაკის სახელობის აეროპორტში, ირაკლიოში მოუწია დაჯდომა. შემთხვევა ორშაბათს ღამით მოხდა, როდესაც 42 წლის ქალბატონმა ირლანდიიდან და 45 წლის მამაკაცმა პოლონეთიდან საკმარისზე მეტი ალკოჰოლი მიიღეს და ჯოჯოხეთად აქციეს სხვა მგზავრებისთვის გლასგოვიდან ჰურგანდაში მგზავრობა. 

ბორტგამცილებლებმა ყველანაირ ხერხს მიმართეს, რომ წყვილი დაემშვიდებინათ, მაგრამ მათთან საერთო ენის გამონახვა ვერაფრით შეძლეს. შესაბამისად, პილოტი იძულებული გახდა ირაკლიოში სასწრაფოდ ჩაფრენა მოეთხოვა აეროპორტის თანამშრომლებისგან.

აღნიშული წყვილი პოლიციამ დააკავა. განყოფილებაში გადაყვანილია მათი 8 წლის შვილიც.

წყვილის თვითმფრინავიდან ჩამოსმის შემდეგ თვითმფრინავი დაუბრუნდა ჩვეულ კურსს და გააგრძელა ეგვიპტისკენ მიმავალი რეისი. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *