Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთი

ბრიტანეთის მუზეუმიდან 2000 არტეფაქტი გაქრა

ბრიტანეთის მუზეუმიდან 2000 არტეფაქტი გაუჩინარდა, განაცხადა მუზეუმის მეურვეთა საბჭოს თავმჯდომარემ ჯორჯ ოსბორნმა და აღიარა, რომ მუზეუმს არ ჰქონდა ექსპონატების სრული კატალოგი.

გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა კანცლერმა დაკარგული ნივთები აღწერა, როგორც „მცირე ზომის სამკაულები, ძვირფასი ქვები, ოქროს ნაჭრები, რომლებიც არ იყო საჯარო გამოფენაზე“.

მან BBC Radio-ს გასულ კვირას განუცხადა, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია ზუსტად რამდენი ნივთი დაიკარგა მუზეუმიდან, სადაც განთავსებულია მე-19 საუკუნეში, ლორდ ელგინის მიერ საბერძნეთიდან მოპარული პართენონის მარმარილოები.

მუზეუმის დირექტორმა ჰარტვიგ ფიშერმა თანამდებობა დატოვა 25 აგვისტოს და აღიარა, რომ მათ დაუშვეს შეცდომა, როდესაც სათანადო ყურადღება არ მიაქციეს მუზეუმიდან ნივთების გაქრობასთან დაკავშირებით მიღებულ გაფრთხილებას.

ლონდონის ცენტრალურმა მუზეუმმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მან გაათავისუფლა თანამშრომელი და გააფრთხილა პოლიცია მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ  არტეფაქტები დაკარგული, მოპარული ან დაზიანებული იყო.

მიმდინარე მოვლენების კვალდაკვალ, არტეფაქტების გაუჩინარების შემდეგ, საბერძნეთმა კვლავ მოუწოდა გაერთიანებულ სამეფოს პართენონის მარმარილოს დაბრუნების შესახებ.

“დაკარგული ობიექტების გარშემო დასმული კითხვები აძლიერებს ჩვენი ქვეყნის მუდმივ და სამართლიან მოთხოვნას საბოლოო დაბრუნების შესახებ“- განაცხადა საბერძნეთის კულტურის მინისტრმა ლინა მენდონიმ და გაიმეორა მისი დაჟინებული მოთხოვნა მარმარილოს სამშობლოში დაბრუნების შესახებ.

„მუზეუმის კოლექციებიდან ნივთების დაკარგვა, ქურდობა, გაფუჭება უკიდურესად სერიოზული და განსაკუთრებით სამწუხარო მოვლენაა.

როდესაც ეს ხდება შიგნიდან, ყოველგვარი მორალური და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მიღმა, ჩნდება მთავარი კითხვა თავად მუზეუმის ორგანიზაციის სანდოობასთან დაკავშირებით,” – დასძინა მან.

ბრიტანეთის მუზეუმში პართენონის მარმარილოების გარდა, კიდევ 108,184 ბერძნული არტეფაქტი ინახება,საიდანაც მხოლოდ 6,493 არის გამოფენილი.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *