Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
მსოფლიობუნებრივი მოვლენები

განგაში ისლანდიაში-ვულკანის ამოფრქვევამდე შესაძლოა რამდენიმე დღე ან საათი რჩება

მეცნიერების შეფასებით ისლანდიის ნახევარკუნძულ რეიკიანესზე ვულკანის ამოფრქვევამდე მხოლოდ რამოდენიმე დღე ან საათი რჩება. მაგმა სწრაფად ყალიბდება მიწისქვეშეთში 5 კმ-ზე ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით, სადაც ქალაქ გრინდავიკის 3000-ზე მეტმა მცხოვრებმა აპოკალიპტური შედეგის თავიდან ასაცილებლად სახლები დატოვა.

რეგიონში, რომელიც საგანგებო მდგომარეობას ექვემდებარება, ბოლო ორი დღის განმავლობაში 3 მაგნიტუდამდე სიმძლავრის დაახლოებით 2000 მიწისძვრა დაფიქსირდა. ტერიტორიიდან კადრები შოკისმომგვრელია: მიწა ორად გაიყო, გზები განადგურებულია, მაგრამ ყველაზე უარესი მეცნიერთა თქმით, შესაძლოა ჯერ წინ იყოს. თუ ვულკანი ამოიფრქვევა, ქალაქი გრინდავიკი სავარაუდოდ გაქრება დედამიწის ზედაპირიდან.
ისლანდიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა, რომელმაც გაზომა მაგმის მიწისქვეშა ინფილტრაციის დონე და მისი მოძრაობის სიჩქარე, განაცხადა, რომ არსებობს ვულკანის ამოფრქვევის მნიშვნელოვანი რისკი, რომელიც უმოქმედო იყო 800 წლის განმავლობაში, 2021 წლამდე.
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *