Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიUncategorized

განრისხებულმა ახალგაზრდამ ავტობუსის მძღოლს სახეში მუშტი ჩაარტყა – ჩხუბის მიზეზი ავტობუსის დაბალი სიჩქარით გადაადგილება გახდა

განრისხებულმა ახალგაზრდამ ავტობუსის მძღოლს სახეში მუშტი ჩაარტყა – ჩხუბის მიზეზი ავტობუსის დაბალი სიჩქარით გადაადგილება გახდა

28 აპრილს, შუადღეს ავტობუსის მძღოლს, რომელიც ლაგადაში გადაადგილდებოდა, თავს ახალგაზრდა დაესხა.

გავრცელებული ინფორამციის თანახმად პოლიციაში ზარი შუადღის 2 საათზე შევიდა. ჩხუბი მ.ალექსანდრუს ქუჩაზე ავტობუსის მძღოლსა და რამდენიმე ახალგაზრდას შორის ატყდა. 91X ავტობუსის მძღოლს ახალგაზრდამ, უფრო კონკრეტულად კი მოსწავლემ სახისა და თავის არეში მუშტი ჩაარტყა.

როგორც პრესისთვის ცნობილია ახალგაზრდა მგზავრი უკმაყოფილო იყო ავტობუსის დაბალი სიჩქარით გადაადგილების გამო და მძღოლს ჰკითხა “ასე ნელა აპირებ სიარულს?” მძღოლმა კი უპასუხა “თუ არ მოგწონს, შეგიძლია ჩახვიდე.” სწორედ ეს გახდა თავდასხმის მიზეზი.

ავტობუსის მძღოლი წარბის არეშია დაშავებული და გადაყვანილია საავადმყოფოში პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *