Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

გასაჯაროებულია 36 წლის ტატუარტისტსა და არასრულწლოვან კლიენტს შორის არსებული დიალოგი

გასაჯაროებულია 36 წლის ტატუარტისტსა და არასრულწლოვან კლიენტს შორის არსებული დიალოგი

მხატვრულ და შემოქმედებით საქმიანობას შეფარებული სუტინიორთა დაჯგუფების წევრები, რომელთა ლიდერიც 25 წლის მარია გახლდათ, პოლიციამ დააკავა. 

ცნობილი გახდა, რომ ამ დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი 36 წლის მამაკაცია, რომელსაც ჯუჯის სინდრომი აქვს. მას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ტელე-გადაცემაში, როგორც “პატარა ადამიანი, უზარმაზარი გულით”. მისმა ამ კუთხით გამოჩენამ თავიდან საზოგადოების გულებში წარუშლელი კვალი დატოვა.

ამავე დაჯგუფების მეორე წევრი არის ტატუ არტისტი, რომელიც სხვა სუტინიორთა დაჯგუფების წევრიც გახლდათ და წარსულში დაკავებული იყო სწორედ ამ მიზეზით. მისი სახელი სტავროს პაპასია. იგი წარსულში დაკავებული იყო არასრულწლოვნების გატაცებისთვის და ანაზღაურების სანაცვლოდ ამავე არასრულწლოვნების სხეულით ვაჭრობისთვის. პროკურატორის ბრძანების შემდეგ კი მისი ფოტოები და პირადი დეტალები გახმაურდა, რადგან იგი საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის.

ახლა კი იხილეთ დიალოგი არასრულწლოვანსა და დამნაშავეს შორის:

არასრულწლოვანი: გითხარი რომ 17 წლის ვარ. არ ვარ ჯერ სრულწლოვანი.

ბრალდებული: კარგი რა! 16-ისაც რომ იყო, ჩემთვის მნიშვნელობა არ ექნებოდა.

არასრულწლობანი: ამბობ რომ…

ბრალდებული: ჰა.. დალევ რამეს ჩემი გოგო? მოგიტანო რამე?

არასრულწლოვანი: არა, არ ვსვამ.

ბრალდებული: სხვათაშორის კოკაინიც მაქვს თუ ნაშები მომთხოვენ.. 

შემდეგ დიალოგში 17 წლის გოგონა საუბრობს იმავე პიროვნებასთან იმისთვის, რომ ეროტიული შეხვედრისთვის დათქვან შეხვედრის დღე სასტუმროში, ათენის ცენტრში.

არასრულწლოვანი: სად მოვიდეთ? ტაქსის ფული არ მაქვს.

ბრალდებული: სად ხართ ეხლა? 

არასრულწლოვანი: გაზზე. გამოვდივარ და სასტუმროში განვიტვირთოთ ცოტა.

ბრალდებული: გამოვიდე უკვე?

არასრულწლოვანი: კიი. თან გქონდეს 200 ევროც.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *