Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

ნავის ჩაძირვა მიტილინსა და სამოსს შორის: ხუთი მიგრანტი დაიღუპა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ოთხი სამაშველო ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო  არალეგალი მიგრანტების გადასარჩენად, რომელთა ნავიც  დღეს დილით, ეგეოსის წყლებში, კუნძულებს, მიტილინსა და სამოსს შორის, მანდამადოს ტერიტორიაზე ჩაიძირა.

დაიღუპა სულ მცირე, ხუთი ადამიანი. სანაპირო დაცვამ დიდი ძალისხმევით მოახერხა 135 ლტოლვილის გადარჩენა, მათ შორის ქალების და ბავშვების.

კატასტროფა თურქეთის ტერიტორიულ წყლებში, სამი  საზღვაო მილის მანძილზე მოხდა, პირველადი ინფორმაციით, ტრეფიკერებმა ნავი ჩაძირეს.

სანაპირო დაცვის გემმა, რომელიც პატრულირებდა ტერიტორიას, შეატყობინა თურქეთის საპორტო ხელისუფლებას, მაგრამ მათ არ უპასუხეს.

შემდეგ მათ აცნობეს საოპერაციო ჯგუფს, რომელმაც გასცა სამაშველო ოპერაციის დაწყების ბრძანება, რადგან ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.

გადარჩენილები, ისევე როგორც ოთხი დაღუპული, სანაპირო დაცვის კატარმა აიყვანა და მიტილინის პორტში გადაიყვანეს.

დილიდან დაწყებული ოთხი სამაშველო ოპერაციის შედეგად სულ 80 ადამიანის გადაარჩენა მოხერხდა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *