Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

გლიფადაში, საცხოვრებელ კორპუსში დაგეგმილ აფეთქებაში ეჭვმიტანილი გამოიკვეთა

სანაპირო დაცვის თანამშრომელმა, რომლის საცხოვრებელ კორპუსშიც დღეს დილით ხელყუმბარა იპოვეს, პროკურატურას ჩვენება მისცა.

როგორც მან განაცხადა   ხელყუმბარით თავდასხმის უკან შესაძლოა იყოს  მისივე თანამშრომელი, რომლის მიმართაც გარკვეული ეჭვები უკვე არსებობდა.

როგორც სანაპირო დაცვის ოფიცერმა ჩვენებაში აღნიშნა, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ის მისი კოლეგის სამიზნე იყო,  რადგან თავდასხმის ობიექტი, როგორც  თავად აცხადებს, ცდილობდა  სიმართლის გამოვლენას მისი კოლეგის მიერ ჩადენილ  უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით.

როგორც მან რამდენიმე ხნის წინ აღნიშნა ამ შემთხვევამდე ადგილი ჰქონდა კიდევ ერთ ინციდენტს, როდესაც  მის  მანქანას ხანძარი გაუჩნდა.

დღევანდელი თავდასხმა ხელყუმბარით მის საცხოვრებელ კორპუსში, გლიფადაში,  სავარაუდოდ ამ ინციდენტის გაგრძელება იყო.

პოლიცია აწარმოებს გამოძიებას იმის დასადგენად, მართლაც დგას თუ არა სანაპირო დაცვის თანამშრომელი დღევანდელი თავდასხმის უკან იმ კორპუსში, სადაც  ოფიცერი ცხოვრობს.

აღნიშნულია, რომ გამოძიება მაშინაც  ჩატარდა, როდესაც ოფიცრის მანქანას ცეცხლი წაუკიდეს,  თუმცა  ეჭვმიტანილის  წინააღმდეგ   მაშინ არანაირი მტკიცებულება არ გამოჩენილა და  შესაბამისად ის არ დააკავეს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *