Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიUncategorized

გლიფადა: ტურისტმა საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია და 4 ავტომანქანას შეეჯახა

გლიფადა: ტურისტმა საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია და 4 ავტომანქანას შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომელიც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევამ გამოიწვია, 2 პირი მძიმედ დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ავტოსაგზაო შემთხვევა სულ ცოტახნისწინ, გლიფადაში დაფიქსირდა, როცა დასასვენებლად ჩამოსულმა ტურისტმა ნაქირავები ავტომანქანით გადაადგილებისას საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია, STOP ნიშანზე შეუჩერებლად გაიარა და საკი კარაიორღასა და აღიუ ღერასიმუს ქუჩების კვეთაზე 4 ავტომანქანას შეეჯახა. შეჯახების შედეგად ავტომანქანებს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა.

Orange Press-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ავტომანქანას ჩინეთის მოქალაქე მართავდა, თავდაპირველად მის წინ მიმავალ მანქანას შეეჯახა, რომლითაც 65 და 70 წლის ქალბატონები გადაადგილდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მგზავრებს გონება არ დაუკარგავთ, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი მძიმედ არის დაშავებული.

პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორამციის თანახმად ჩინეთის მოქალაქე არ საუბრობს არცერთ ენაზე მშობლიურის გარდა.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *