Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

გუდი: „ოკუპაცია“ აგიოს თომას მოედანზე

ყოველ საღამოს, განსაკუთრებით ზაფხულში, გუდის აგიოს თომას მოედანი სავსეა იქ მოთამაშე პატარა ბავშვებით, ამავდროულად კი, ბევრი მოტოციკლისტი იყენებს მოედანს „გზის გასაჭრელად“ და მოპირდაპირე მხარეს გადასასვლელად, რათა არ მოუწიოს შემოვლა, ხოლო ბავშვების თანმხლებ პირებს, რომლებიც მათ შეჩერებას ცდილობდნენ, მტრული განწყობით და მუქარით პასუხობენ. ხოლო, რაც შეეხება იმას, თუ ვინ არის პასუხისმგებელი მოედნის უსაფრთხოებაზე, პოლიცია ათენის მუნიციპალიტეტს ასახელებს.

პოლიცია აცხადებს, რომ მათი ძალები მცირეა იმისათვის, რომ  გაუმკლავდნენ ამ და სხვა მსგავს პრობლემებს, რომელიც ქალაქის თითქმის ყველა მოედანზე არსებობს, თუმცა, აღიარებენ, რომ ამ კონკრეტულ მოედანზე პრობლემები შეინიშნება.მათი განცხადებით, მუნიციპალური პოლიციის მიერ მუდმივი დაცვა არსებობს მხოლოდ ქალაქის ცენტრალურ მოედნებზე, როგორიცაა ომონია და სინტაგმა.

განსაკუთრებით საღამოს საათებში, მოტოციკლეტები გამუდმებით გადიან აგიოს თომას მოედანზე და გადაკვეთენ ქუჩას.  ზოგი ანელებს სიჩქარეს, ზოგი კი ბავშვებს შორის ჩვეულებრივი სიჩქარით, ისევე, როგორც ქუჩაზე მოძრაობის დროს, დაუბრკოლებლად გადის.

ტერიტორიის მცხოვრებლები  აცხადებენ, რომ კონკრეტულ მოედანზე მდგომარეობა მართლაც რთული და ხშირად სახიფათოა, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ ის ორ საავადმყოფოს შორის მდებარეობს.

როგორც ცნობილია, ბოშათა უმეტესობა ჯანმრთელობის პრობლემების დროს ლაიკოში მკურნალობენ. ბოშებს შორის როცა ვინმე ავად არის, ყველა ნათესავი მიდის მის დასახმარებლად, რომლებიც შემდეგ აღნიშნულ სკვერში იყრიან თავს და ხშირად იქმნება მცირე ინციდენტები.

ათენის მუნიციპალიტეტის წყაროები ასევე აღნიშნავენ, რომ ბოშები ზაფხულის თვეებში ქალაქის  მოედნებზე იკრიბებიან, რადგან მათ ბანაკებში სიცხის გამო პირობები გაუსაძლისი ხდება.

ისინი თავს იყრიან პარკებში და  მოედნებზე, სადაც სიგრილეა. მათი ქცევა კი ხშირად კანონიერების ზღვარზეა. იქვე რეცხავენ ტანსაცმელს, ჭამენ, დისკომფორტს უქმნიან ადგილობრივ მაცხოვრებლებს.

მეორეს მხრივ, არ არსებობს კანონით მინიჭებული უფლება ვინმემ, მათ შორის პოლიციამ პარკიდან გააძევონ ადამიანები, რომლებიც იქ ჩვეულებრივ სხედან. მოსახლეობა ჩივის, რომ მიუხედავად ბოშების გამაღიზიანებელი ქცევისა, არ აქვთ უფლება მკვეთრად ჩაერიონ და აღკვეთონ მათი თავნებობა.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *