Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
შოუბიზნესისაბერძნეთი

დაგწვავ და ისე გადაგაგდებ აივნიდან, მემუქრებოდა ჩემი მეუღლე – ფოტინი სკანდალი

დაგწვავ და ისე გადაგაგდებ აივნიდან, მემუქრებოდა ჩემი მეუღლე – ფოტინი სკანდალი

მწერალმა ფოტინი სკანდალმა ტელეარხ მეგასთან საუბრისას პირველად გაამხილა, რომ მასზე გამუდმებით ძალადობდა ყოფილი მეუღლე როგორც სიტყვიერად, ისე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად.

“სამი წლის განმავლობაში ვიყავი ერთ ძალადობრივ ურთიერთობაში. მახსოვს, ერთ საღამოს ტრადიციულ ცეკვებზე წავედი, კვირაში ორჯერ გვაქვს ხოლმე გაკვეთილი. გაკვეთილიდან რომ გამოვედი სახლში მელოდებოდა, მე რეპეტიციიდან ახალი გამოსული გაოფლილი ვიყავი, რათქმაუნდა. ამ მდგომარეობაში რომ დამინახა მითხრა: “მინდა ჩაგეხუტო.” საპასუხოდ უკან დავიხიე და ვუთხარი “ოფლიანი ვარ.” მაშინვე მკრა ხელი, საძინებელში შემაგდო და ზუსტად სამი საათი გამოკეტილი დამტოვა ოთახში. ორჯერ შემომარტყა ხელი და საშნელებებს მეუბნებოდა, ხელში სანთებელა ეჭირა და მემუქრებოდა რომ დამწვავდა და შემდეგ აივნიდან გადამაგდებდა. რაღაც მომენტში ძალა მოვიკრიბე და ყვირილი დავიწყე, რომ ვინმე დამხმარებოდა. ჩემ ყვირილზე მოვიდა გონს და იკითხა სად იყო, ან რა სისულელეებს ამბობდა.. სააბაზანოში შემიყვანა, გამხადა და ნაზად დამბანა..”

“არასდროს მიჭერდა მხარს და უხაროდა ჩემი კარიერული წინსვლა. საშინლად ეჭვიანი იყო.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *