Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთიღირშესანიშნავი ადგილები

დაველის მღვიმე: ატიკის ყველაზე ცნობილი გამოქვაბული

დაველის გამოქვაბული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და იდუმალი ადგილია ატიკაში. მას თან ახლავს ლეგენდები, მითები და ისტორიები და ძნელია ვინმემ გაარჩიოს, სად მთავრდება მითი და სად იწყება ნამდვილი ამბავი. პენდელში მდებარე მღვიმეს რეალურად პენდელის მღვიმე ან ამონის მღვიმე ჰქვია. თუმცა, მასთან დაკავშირებულმა სხვადასხვა  მისტიურმა ამბებმა ის  უფრო დაველის გამოქვაბულის სახელით გახადა ყველასთვის ცნობილი.

Σπηλιά του Νταβέλη - Πεντέλη
დაველის მღვიმე დაახლოებით 700 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

დაველის მღვიმე ატიკაში, პენდელის მთაზე, დაახლოებით 700 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ეს არის გამოქვაბული, რომელიც ძველმა ბერძნებმა აღმოაჩინეს. სწორედ მაშინ გამოკვეთეს მთა ცნობილი პენდელის მარმარილოს დასამზადებლად. მღვიმეს თავდაპირველად არ ჰქონდა გასასვლელი მთის გარეთ, ამიტომ, უძველესი დროიდან მღვიმემ განსაკუთრებული რეპუტაცია შეიძინა. კერძოდ, ანტიკურ ხანაში აქ არსებობდა პანოსის საკურთხეველი. მოგვიანებით ბიზანტიის წლებში გამოქვაბული თავშესაფარი იყო ბერებისთვის, რომლებიც იმ წლებში დასახლდნენ თითქმის მთელ პენდელში. ამ ბერებისგან მან მიიღო თავისი მეორე სახელი.

Σπηλιά του Νταβέλη
ბევრი საიდუმლო და ლეგენდა ახლავს დაველის გამოქვაბულს

პენტელის მღვიმე აღმოჩენილი იყო უძველესი დროიდან, მაგრამ საბოლოოდ სრულად გამოიკვლია ბერძენი სპელეოლოგების იოანის და ანა პეტროხილუების წყვილმა. მრავალი წლის განმავლობაში მას თან ახლდა უამრავი ამბავი, ლეგენდა და უცნაური მითი. გადმოცემის თანახმად ამ გამოქვაბულში იმალებოდა ყაჩაღი დაველი, საიდანაც მან მიიღო მისი მეორე სახელწოდება.

Πεντέλη - Σπηλιά του Νταβέλη
დაველის მღვიმე პენდელის მთაზე.

ამბობდნენ, რომ იქიდან ის საიდუმლო მიწისქვეშა გვირაბით დაველი აღწევდა ან პლაცენტიის ჰერცოგინიას სასახლეს, რომელთანაც ურთიერთობა ჰქონდა, ან აკროპოლისს. 1990 წლის შემდეგ მღვიმე დაკავშირებული იყო მისტიკურ ცერემონიებთან. ოდითგანვე პენდელის მეტყევეები და მეფუტკრეები ყვებოდნენ უცნაურ ამბებს: არაამქვეყნიური მუსიკა, ანგელოზებისა და აჩრდილების გამოჩენა. რაიონში მომხდარი უცნაური ამბების ერთ-ერთი მაგალითია ასევე  აღმართი, სადაც მანქანები ისე მოძრაობენ, თითქოს დაღმართზე ჩადიან. ეს გზა პენტელის მიდამოებშია და კონკრეტულად იმ სწორ ხაზზე, რომელიც  დაველის მღვიმესთან მიდის.

ბანდიტი დაველისი და მისი ამბავი 

Ο λήσταρχος Νταβέλης
დაველის ნამდვილი სახელი და გვარი იყო ხრისტოს ნაციოსი.

ვინ იყო ის მძარცველი, რომელმაც სახელი დაერქვა დაველის გამოქვაბულს? ეს იყო ხრისტოს დაველისი, რომლის ნამდვილი გვარი იყო ნაციოსი. ის დაიბადა ჩრდილოეთ ბეოტიაში დაახლოებით 1830 წელს. მოზარდობისას დაველისი მუშაობდა რძის გამყიდველად და მსახურობდა პენდელის მონასტერში, თუმცა ჯერ კიდევ ახალგაზრდა შეუერთდა ბანდიტების რიგებს, რომლებიც მოქმედებდნენ ატიკაში, ევიაში, ბეოტიასა და ფთიოტიდაში.

Σπηλιά του Νταβέληდაველის მღვიმე ასევე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს თავისი სტრუქტურით.

გამოქვაბულის შესასვლელი საკმაოდ დიდებული და შიშის მომგვრელია ყველასთვის, ვინც იქ მოხვდება, მით უმეტეს, თუ პირველად მიდიხართ და გსმენიათ, ან წაიკითხავთ სხვადასხვა ლეგენდები და ისტორიები მის შესახებ. აქედან თქვენ შედიხართ უზარმაზარ დაღმავალ კამერაში, რომლის სიგრძე 112 მეტრია და მაქსიმუმ 40 მეტრი სიგანე. ამ კამერის შუაში, დაველის გამოქვაბულში 15 მეტრიანი ვერტიკალური უფსკრული იყო.

ამ ცენტრალური კამერის ყველაზე დაბალ წერტილში და განსაკუთრებით მის დასასრულისკენ არის კიდევ ერთი უფსკრული გრაგნილი საშიში გადასასვლელით, დაახლოებით 10 მეტრის სიღრმეზე. ბოლოს, სადღაც გამოქვაბულის მარცხენა კედელზე არის გადასასვლელი, რომელიც მიდის წყლით სავსე პატარა მიწისქვეშა ღრუმდე, ეგრეთ წოდებულ ნიმფების ტბამდე,

როგორ მივიდეთ დაველის გამოქვაბულში?

Πώς πάω στη σπηλιά του Νταβέλη
დამთვალიერებელს დაველის გამოქვაბულთან მიახლოება ორი გზით შეუძლია

დაველის გამოქვაბულამდე მისვლა ორი გზით შეიძლება. ყველაზე მოსახერხებელია მანქანით, ხოლო ყველაზე რთულია ლაშქრობა. პირველ შემთხვევაში მანქანა უახლოვდება გამოქვაბულს და შემდეგ ფეხით გასავლელი დაახლოებით 50 წუთის სავალი მანძილია. თუ საფეხმავლო მარშრუტს აირჩევთ, მარშრუტი იწყება პენდელის მოედნიდან გამოქვაბულამდე. ხევისკენ მიმავალ გზაზე  ნახევარი კილომეტრის შემდეგ გამოჩნდება ხევის პატარა ხიდი, საიდანაც მარჯვენა მხრის აღმართი მიემართება წითლად  მონიშნულ ბილიკამდე, რომელსაც საბოლოოდ დანიშნულების ადგილთან მივყავართ. თითქმის 75 წუთის შემდეგ მღვიმე თქვენს წინაშეა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *