ამინდი: უახლოეს დღეებში ტემპერატურის მნიშვნელოვანი ვარდნა და ძლიერი წვიმები
სინოპტიკოს საკის არნაუტოღლუს პროგნოზით უახლოეს დღეებში ამინდი მკვეთრად შეიცვლება და საბოლოოდ შემოდგომის ამინდს დაემსგავსება, მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და შტორმი.
ამინდის ცვლილება დღეიდან, ხუთშაბათიდან შეინიშნება, ორშაბათიდან კი პროგნოზის მიხედვით უფრო ინტენსიური იქნება.
უფრო დეტალურად, ჰაერის მასებს ატლანტიკიდან „საბოლოოდ მოჰყავს შემოდგომა“ , რადგან ტემპერატურა თანდათან დაიკლებს, ხოლო დღეს, ხუთშაბათს, მოსალოდნელია წვიმა და ადგილობრივი შტორმი ატიკაში, კორინთში, არკადიასა და ხალკიდიკში, ხოლო ქარიშხალია მოსალოდნელი ჩრდილოეთ ეგეოსის კუნძულებზე.
საღამოს ფენომენები შემცირდება, პარასკევს ( 10/11) კი დასავლეთში წვიმები დაიწყება, ფენომენი ატიკამდეც მიაღწევს. ამრიგად, შაბათს (11/11) უამრავ რაიონში არამდგრადი ამინდი იქნება, შუადღისთვის და დღის მეორე ნახევარში კი ამინდი გაუმჯობესდება. გამონაკლისია დასავლეთ საბერძნეთი და ეგეოსის ზღვის კუნძულები აღმოსავლეთით.
კვირას (12/11) ამინდი შედარებით გაუმჯობესდება, მაგრამ საღამოს ისევ მოსალოდნელია წვიმა. ორშაბათს (13/11) მოსალოდნელია ტემპერატურის საგრძნობი დაცემა რაც გამოიწვევს ძლიერ წვიმას და შტორმს. მოსალოდნელია ქარი 6-7 ბოფორტამდე. თუმცა, უფრო დეტალური პროგნოზის შესახებ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
დღეს (9/11) დილიდან ქვეყნის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ღრუბლები. წვიმა და ადგილობრივი შტორმი იქნება თრაკიაში და მსუბუქი წვიმა თესალიაში, ცენტრალურ საბერძნეთში, პელში, კრეტასა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე. შესაძლოა ასევე ციკლადებზეც. დღის მეორე ნახევარში ამინდი გაუმჯობესდება, ქვეყნის უმეტეს რაიონში ღრუბლიანობა შენარჩუნდება.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ მაკედონიაში 2 -დან 15 გრადუსამდე იქნება, დანარჩენ მაკედონიასა და თრაკიაში 4-დან 18-მდე, თესალიაში 6- დან 19-მდე, ეპიროსში 3-დან 20-მდე, სტერეაში 8 – დან 24-მდე, პელოპონესზე 7-დან 22-მდე, იონიის კუნძულებზე 10- დან 20-მდე, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე 12-დან 24-მდე, ციკლადებზე 14 – დან 21- მდე, დოდეკანისზე14-დან 24-მდე და კრეტაზე 7- დან 24 გრადუს ცელსიუსამდე.
