Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

დაკავებულია 4 პირი რომლებსაც კავშირი ჰქონდათ პირეასა და კალითეაში მომხდარი აფეთქებებთან

დაკავებულია 4 პირი რომლებსაც კავშირი ჰქონდათ პირეასა და კალითეაში მომხდარი აფეთქებებთან

პირეაზე, ბენზინ გასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების გამომწვევი მიზეზების დასადგენად ამ დრომდე მიმდინარეობდა გამოძიება. შეგახსენებთ, რომ აფეთქება 2024 წლის 8 მარტს, გამთენიის 03:20 საათზე მოხდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ აფეთქების ნაკადმა და ხმამ პალეო ფალირომდეც კი მიაღწია. საბედნიეროდ აფეთქებას მსხვერპლი არ მოყოლია, არ გაჩენილა ხანძარი, თუმცა დიდი მატერიალური ზიანი მიადგათ ავტომანქანებს, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე ჰყავდათ გაჩერებული. ჩატარებული გამოძიების შედეგად პოლიციამ 2 პირი დააკავა. 

დაკავებულია ასევე 2 პირი, რომლებსაც კავშირი აქვთ კალითეაში, სასმელების მაღაზიაში მომხდარ აფეთქებასთან, რომელიც ამაწლის 12 მარტს, გამთენიის 03:00 საათზე მოხდა. აფეთქებამ დიდი მატერიალური ზიანი მიაყენა როგორც ალკოჰოლური სასმელების მაღაზიას, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული მანქანების მფლობელებსა და ადგილობრივ მოსახლეობას.

დაკავებულებს ბრალი ედებათ ასევე იარაღის უკანონო ტარებისა და ნარკოტიკული ნივრთიერების მოხმარებისთვის. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *