Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
მსოფლიობუნებრივი მოვლენები

დამანგრეველი წყალდიდობა ლიბიაში ძველ ბერძნულ ქალაქ კირენეს განადგურებით ემუქრება

ლიბიაში სულ ცოტა ხნის წინ მომხდარმა ძლიერმა წყალდიდობამ, რომელმაც ათასობით ადამიანი იმსხვერპლა, ასევე დატბორა ძველი ბერძნული ქალაქი კირენე, რომელიც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ერთადერთი ადგილია ამ რეგიონში.

“მართალია წყალდიდობამ კირენეს ძეგლები, მათ შორის ჩვენს წელთაღრიცხვამდე II საუკუნეში აგებული ზევსის ტაძარი ვერ დააზიანა, თუმცა მათი საძირკვლის ირგვლივ ჩამდგარი წყალი მომავალში დანგრევის საფრთხეს უქმნის ძეგლებს”-განაცხადა ფრანგული არქეოლოგიური მისიის ხელმძღვანელმა ლიბიაში ვინსენტ მიშელმა.

უძველესი ბერძნულ-რომაული ქალაქი კირენე (შაჰჰატი) მდებარეობს წყალდიდობის შედეგად დაზარალებული დერნადან დასავლეთით 60 კილომეტრში. ის იყო რეგიონის ხუთი ბერძნული ქალაქიდან ყველაზე უძველესი და მნიშვნელოვანი.

მან აღმოსავლეთ ლიბიას კლასიკური სახელი კირენეიკა მისცა, რომელიც დღემდე შენარჩუნებულია. იქვე მდებარეობს კირენეს უძველესი ნეკროპოლისი.

ორი ათასზე მეტი წლის წინ, ბერძნების ჯგუფი კუნძულ ტირადან (ახლანდელი სანტორინი) გაემართა სამხრეთით, ახალი საცხოვრებელი ადგილის ძიებაში. მათი მოგზაურობა დასრულდა აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილში, თანამედროვე ლიბიაში.

ამ ბერძნულმა დასახლებებმა დააარსეს ახალი ქალაქი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 631 წელს, რომელსაც კირენე უწოდეს. მას  პირველი მეფე, ბატუსი მართავდა. ბატუსი იყო პირველი ძლიერი ფიგურა, რომელმაც მოგვიანებით ბატიადების ცნობილ დინასტიას დაუდო სათავე.

კირენე მდიდარი და აყვავებული ქალაქი იყო, რომელსაც სავაჭრო კავშირები ჰქონდა ყველა ბერძნულ ქალაქთან დღევანდელი საბერძნეთის მატერიკზე და კუნძულებზე. ეს იყო ძველი ბერძნული სამყაროს ერთ-ერთი მთავარი ქალაქი თავისი ტაძრებით, სამარხებით, აგორით, გიმნაზიით და კირენეს ამფითეატრით, რომლებიც დელფის ისტორიული სტრუქტურებით იყო შთაგონებული.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *