Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისამართალი

დეკემბრიდან სტუდენტთა სიებიდან 285 000 მარადმწვანე სტუდენტი წაიშლება

დეკემბრიდან სტუდენტთა სიებიდან 285 000 მარადმწვანე სტუდენტი წაიშლება

2025 წლის დეკემბრიდან სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტთა სიებიდან 285 000 “მარადმწვანე” სტუდენტი წაიშლება.

აღნიშნული რეფორმა ეხება სტუდენტებს, რომლებმაც გადააჭარბეს როგორც სწავლის კანონით დადგენილ მაქსიმალურ ხანგრძლივობას, ასევე 5224/2025 კანონით გათვალისწინებულ დამატებით ვადას.

განათლების სამინისტრომ განკარგულება 2025 წლის 22 ოქტომბერს გამოსცა.
გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც სწავლის 75% გავლილი აქვს და ბოლო 2 საგამოცდო პერიოდში ბოლო 2 წლის განმავლობაში წატმატებით აქვთ ჩაბარებული გამოცდები. აღნიშნული სტუდენტები შეძლებენ კიდევ 2 სემესტრით გადაავადონ სწავლის პროცესი, რათა შეძლონ უნივერსიტეტის დამთავრება. იმ შემთხვევაში თუ საჭირო იქნება სტაჟირების გავლა ან სადიპლომოს დაცვა სტუდენტები შეძლებენ კიდევ 3 სემესტრით სწავლის გაგრძელებას. 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია კომპიუტერული ინჟინერიის სკოლის პროფესორებისა და ფაკულტეტის წევრების მწვავე რეაქცია.

უფრო კონკრეტულად კი ლექტორები ეწინააღმდეგებიან სტუდენტების, რომლებიც უნივერსიტეტებში 4 წელზე მეტია სწავლობენ, უნივერსიტეტიდან გარიცხვის გადაწყვეტილებას.

“აღნიშნული კანონი არის მიუღებელი, ანტისაგანმანათლებლო და უმაღლესი განათლებისთვის სამარცხვინო!“ – აცხადებს სტუდენტთა ასოციაცია და იქვე განმარტავს, რომ რეალური პრობლემა, რომლის აღმოფრხვრაც აუცილებელია არის სახელმწიფო უნივერსიტეტების არასაკმარისი დაფინანსება.

უნივერსიტეტებში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებები კი წარმოშობს „კოლექტიური ქმედების” კრიმინალიზაციის საფრთხეს, რადგან კვლევების თანახმად, უნივერსიტეტებში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები საჯარო სივრცეებში მომხდარი ყველა დანაშაულის 0.05%-ს შეადგენს, შესაბამისად არ არსებობს უსაფრთხოების ზომების გატარების საჭიროებაც.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *