დიმიტრის ბასის: გავიაზრე რომ ძვირფასი დრო დავკარგე ბავშვებისგან შორს
დიმიტრის ბასის: გავიაზრე რომ ძვირფასი დრო დავკარგე ბავშვებისგან შორს
ბავშვები ჩემ გარეშე გაიზარდნენ. ახლა კი ვცდილობ ავინაზღურო ის დრო, რაც ერთად ყოფნისთვის დაგვაკლდა.
მომღერალმა, რომელიც “მამების შოუ”-ში იყო მიწვეული თავის ოჯახზე ისაუბრა. მის მეუღლე მარიაზე და მათ ორ შვილზე, რომლებიც 15 და 10 წლის არიან.
“ბავშვები ჩემ გარეშე გაიზარდნენ და ახლა ვიაზრებ, რომ ძალიან ძვირფასი დრო გვაქვს ერთმანეთის გარეშე დაკარგული. ვიაზრებ, რომ გამოვტოვე მათი ზეიმები, დაბადების დღეები და მივხვდი, რომ აუცილებელია გავჩერდე, შევაჩერო ჩემი ცხოვრების სწრაფი ტემპი და დრო დავუთმო ჩემს შვილებს. ძალიან შევიცვალე მას შემდეგ, რაც ჩვენ ოჯახს ეს ორი პატარა წევრი შემოემატა. თავს დამნაშავედ ვგრძნობ და ვცდილობ შევავსო ის სიცარიელე, რაც ამ დროის განმავლობაში ჩვენს შორის გაჩნდა. არ აქვს მნიშვნელობა რომელ საათზე ვბრუნდები ღამით სახლში, ყოველ დილას 6-ის ნახევარზე ვიღვიძებ, რომ ბავშვები სკოლისთვის მოვამზადო. თავს დამნაშავედ ვგრძნობ, მაგრამ ვცდილობ მსგავსი საქციელებით დავუახლოვდე მათ. ვგრძნობ, რომ როცა არ ვარ სახლში ძალიან ვენატრები ყველას და ეს ძალიან მაწუხებს. თუმცა ასევე მეამაყება, რადგან ვხვდები რომ მათთვის მნიშვნელოვანი ვარ”.
“ყოველთვის მინდოდა რომ მშობელი ვყოფილიყავი და მყოლოდა ოჯახი. გამომდინარე იქიდან, რომ ვიცი, როგორ გაიზარდა ჩემი თაობა, არ მინდა რომ ჩემმა შვილებმაც იგივე იგრძნონ. ყოველთვის ვფრთხილობ და მეშინია რომ რამე არასწორად/ცუდად არ ვუთხრა ჩემს შვილებს. თუმცა ამავდროულად ვიაზრებ, რომ აღარ არის ის დრო რომელშიც ჩვენ ვიზრდებოდით. ვხვდები რომ ხანდახან იმაზე უფრო მკაცრი ვარ, ვიდრე საჭიროა. თუმცა ესეთ დროს მარია მაბალანსებს”.
