დონალდ ტრამპმა სმხრეთ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი
დონალდ ტრამპმა სმხრეთ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის პირველივე დღეს ასამდე მნიშვნელოვან აღმასრულებელ განკარგულებას მოაწერა ხელი.
სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებებს „ქალების გენდერული იდეოლოგიისგან დაცვისა“ და „ფედერალურ მთავრობაში ბიოლოგიური ჭეშმარიტების აღდგენის“ შესახებ.
საგარეო პოლიტიკის კუთხით, ტრამპმა დაიწყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან და პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გასვლის პროცედურები.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გამოაცხადა „საგანგებო მდგომარეობა“ აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე.
მანამდე, საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ გაგზავნიდა ჯარებს „სამხრეთ საზღვარზე შემოჭრის შესაჩერებლად, რომელიც ქვეყნისთვის დამანგრეველია“. „ჩვენ აღვადგენთ ჩემს პოლიტიკას – „დარჩი მექსიკაში“. მე დავასრულებ „დაიჭირე და გაათავისუფლე“ პრაქტიკას“, – განაცხადა ტრამპმა.
