Latest news
პრონიმაკი კარისტიანუს უჩვის ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია დღეს საბერძნეთის 6 რეგიონში საბერძნეთი: ძლიერი ქარები ეგეოსის ზღვის კუნძულებზე  საბერძნეთის რექტორთა 112-ე კონფერენცია: სტუდენტთა მხარდაჭერის გაძლიერება და გენდერული თანასწორობის ა... სალონიკი: იორკის უნივერსიტეტს იურიდიული ფაკულტეტი დაემატა წინასწარი პატიმრობა შეეფარდა 58 წლის კაცს, რომელსაც ბრალად 8 წლის ბავშვის დახრჩობის მცდელობა ედება საბერძნეთში ΟΠΕΚΕΠΕ-ს უკანონო სუბსიდიების საქმეზე ორ მაღალჩინოსანს პატიმრობა მიუსაჯეს ცენტრალურ მაკედონიასა და იპიროზე წყლის დეფიციტის დასაძლევად 7 ახალი პროექტი დაფინანსდება სიდნეი 2026: XII საერთაშორისო საზაფხულო საუნივერსიტეტო პროგრამა გამოქვეყნდა აკილამ ათენში კონცერტი გამართა
კვირა, ივლისი 5, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

დონალდ ტრამპმა სმხრეთ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი

დონალდ ტრამპმა სმხრეთ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის პირველივე დღეს ასამდე მნიშვნელოვან აღმასრულებელ განკარგულებას მოაწერა ხელი. 

სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებებს „ქალების გენდერული იდეოლოგიისგან დაცვისა“ და „ფედერალურ მთავრობაში ბიოლოგიური ჭეშმარიტების აღდგენის“ შესახებ.

საგარეო პოლიტიკის კუთხით, ტრამპმა დაიწყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან და პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გასვლის პროცედურები.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გამოაცხადა „საგანგებო მდგომარეობა“ აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე.

მანამდე, საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ გაგზავნიდა ჯარებს „სამხრეთ საზღვარზე შემოჭრის შესაჩერებლად, რომელიც ქვეყნისთვის დამანგრეველია“. „ჩვენ აღვადგენთ ჩემს პოლიტიკას – „დარჩი მექსიკაში“. მე დავასრულებ „დაიჭირე და გაათავისუფლე“ პრაქტიკას“, – განაცხადა ტრამპმა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *