Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

დღეს დილიდან დაუსრულებელი რიგები ათენის ელეფთერიოს ვენიზელოსის სახელობის აეროპორტში

დღეს, ხუთშაბათს, დილიდან ათენის ელეფთერიოს ვენიზელოსის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსვლის ზონაში შექმნილი უსაშველო რიგების გამო მგზავრებს დისკომფორტი შეექმნათ.

ქაოსის მიზეზი ჩამოსვლის ზონაში ევროპული სამგზავრო დოკუმენტების საკონტროლო-გამშვები პუნქტის ავტომატიზირებული მექანიზმების მწყობრიდან გამოსვლა გახდა. მექანიზმები უბრალოდ არ მუშაობდა და ჩამოსულ მგზავრებს არ შეეძლოთ რეგისტრაციის შესაბამისი სტანდარტული პროცედურების გავლა.

აეროპორტში შექმნილი დიდი დისკომფორტის მიზეზი – და ეს პირველი შემთხვევა არ არის – გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის ძალების მნიშვნელოვანი ნაკლებობაა.

აღსანიშნავია, რომ 20 ოქტომბრიდან აეროპორტის პოლიციის განყოფილებიდან 230 თანამშრომელი გაათავისუფლეს.

შედეგი იყო დღეს შექმნილი სიტუაცია, რომ ათი საკონტროლო პუნქტიდან მხოლოდ სამი მუშაობდა და შესაბამისად, უზარმაზარი რიგები შეიქმნა, როდესაც აეროპორტში რამდენიმე რეისი ერთად დაჯდა…

როგორც ხაზგასმულია, იმ შემთხვევაშიც კი თუ კონტროლის ავტომატური სისტემა ხარვეზების გარეშე მუშაობს, უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, საპასპორტო კონტროლის დროს ადგილზე პოლიციელი აუცილებლად უნდა იყოს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *