დღეს მუზეუმების საერთაშორისო დღეა
დღეს მუზეუმების საერთაშორისო დღეა
ატიკის ბევრი მუნიციპალიტეტი მუზეუმების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ვიზიტორებს სხვადასხვა ღონისძიებებითა და გამოფენებით უმასპინძლებს.
მუნიციპალიტეტებს შორის, რათქმაუნდა წელსაც შედის ათენი, რომელიც დიდ და პატარა ვიზიტორებს უმასპინძლებს მთელი დღის განმავლობაში.
იხილეთ პროგრამა:
10:30 საათზე – კულტურულ ცენტრ “მელინა”-ში («ΜΕΛΙΝΑ»), რომელიც თისიოზე მდებარეობს წიგნის “პატარა უფლისწული” პრეზენტაცია იგეგმება. კულტურული ცენტრი 6-დან 12 წლამდე ბავშვებს მათ მშობლებთან ერთად ელოდება.
11:00 საათზე – ათენის მუნიციპალიტეტის გალერეა (ΠΙΝΑΚΟΘΗΚΗ ΔΗΜΟΥ ΑΘΗΝΑΙΩΝ), რომელიც მეტაქსურგიოზე მდებარეობს 5-დან 7 წლამდე ბავშვებს ხელოვნების სახელოსნო უმასპინძლებს მხატვარ ეფი ცულოხოპულუსთან ერთად.
ათენის მუნიციპალიტეტის გალერეაში გაიმართება ასევე სხვა კულტურული ღონისძიებები და გამოფენებიც.
11:00 საათზე – პლატონის აკადემიის ციფრული მუზეუმი (ΨΗΦΙΑΚΟ ΜΟΥΣΕΙΟ ΑΚΑΔΗΜΙΑΣ ΠΛΑΤΩΝΑ), 8-დან 12 წლამდე ბავშებს უმასპინძლებს. ვიზიტორები იხილავენ თუ როგორ ერწყმის პლატონის ფილოსოფია ხელოვნებას.
11:30 საათზე – სტათმოს ლარისის საბავშვო ბიბლიოთეკა (ΠΑΙΔΙΚΗ ΒΙΒΛΙΟΘΗΚΗ ΣΤΑΘΜΟΥ ΛΑΡΙΣΗΣ), რომელიც დომოკუს 2 ნომერში მდებარეობს, 4-დან 9 წლამდე ბავშვებისთვის ღონისძიებას გეგმავს სახელწოდებით “ქანდაკებები”.
12:00 საათზე – ხელოვნების ცენტრი (ΚΕΝΤΡΟ ΤΕΧΝΩΝ (Πάρκο Ελευθερίας)), რომელიც თავისუფლების პარკში მდებარეობს, საგანმანათლებლო პროგრამით დაელოდება 6-დან 12 წლამდე ბავშებს. ვიზიტორები ასევე იხილავენ ღიორღოს დუაძის გამოფენას “ბერკეტები ძალადობის წინააღმდეგ.”
