Latest news
საბერძნეთი: შობადობის კლების ტემპი შენელდა სკერცოს: ფასების მატება საერთაშორისო პრობლემას წარმოადგენს ცვლილებები სანომრე ნიშნების გაცემის წესში - როგორ ავირჩევთ მანქანის სანომრე ნიშნებს ფოტის იაგულას: ყაჩაღი, რომლის ცხოვრებაც ხალხურ ლეგენდად იქცა მაიორკინის: კლიმატური კრიზისი ინფექციების გავრცელების არეალს ცვლის კარისტიანუ: არ უნდა ავკრძალოთ კვანტური ტექნოლოგიის გამოყენება მედიცინაში მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცებმ... ვულიაღმენი: შეზლონგის გამო ატეხილ ჩხუბს ტრაგიკული დასასრული აღმოაჩნდა კირიაკი ღრივას სასამართლო პროცესი: ოჯახის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ ფლორიდის: პროგრამა ChildSay არის ბავშვებისთვის უფრო მეგობრული სამართლებრივი ნაბიჯი პლაზმოფერეზის აპარატს არ ვმალავდით, პაციენტების მონაცემებს ვშლიდით ყოველი დღის ბოლოს - აცხადებს კერძ...
ორშაბათი, სექტემბერი 21, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

დღეს, 6 აგვისტოს ლაკი ხალკია დაკრძალეს

დღეს, 6 აგვისტოს ლაკი ხალკია დაკრძალეს

დღეს, 6 აგვისტოს 12 საათზე წმინდა თეოდორეს ტაძრიდან ლაკი ხალკია გაასვენეს.

ყველასათვის საყვარელი ხელოვანის ცხედარი ტაძარში დილის 10 საათიდან იყო დასვენებული, რათა საბერძნეთის მოქალაქეებს შეძლებოდათ მასთან გამომშვიდობება.

გარდაცვლილის ოჯახისწევრებმა მეგობრებს, ნათესავებს და ხელოვანის გულშემატკივრებს მოუწოდეს გვირგვინების შეძენის ნაცვლად თანხა შშმ პირების დაცვისა და რეაბილიტაციის ცენტრში გადარიცხონ ანგარიშის ნომრებზე: (ΕΛΕΠΑΠ), ΙΒΑΝ:GR2701401150115002002018609, Κωδικός Τράπεζας (BIC): CRBAGRAA.

შეგახსენებთ, რომ ლაკის ხალკიასი, ბერძნული ტრადიციული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ხალკიასი ქალაქ იანინაში დაიბადა და ცნობილი მუსიკოსების ოჯახის წევრი იყო, რომელმაც ბერძნული ხალხური მუსიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მუსიკით ბავშვობიდან იყო გატაცებული, 16 წლის ასაკში უკვე პროფესიონალი მუსიკოსი გახდა, ხოლო 18 წლისამ პირველი ჩანაწერი გააკეთა.

მისი გამორჩეული ხმა და უნიკალური შესრულების სტილი განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა. კარიერის განმავლობაში იგი ასრულებდა როგორც იპიროსის ტრადიციულ სიმღერებს, მათ შორის გლოვის საგალობლებსა და ემიგრაციაზე შექმნილ ნაწარმოებებს, ისე ბერძენი კომპოზიტორების კლასიკურ მუსიკალურ ნაწარმოებებს.

მრავალწლიანი შემოქმედებითი საქმიანობის განმავლობაში ლაკის ხალკიასი თანამშრომლობდა ბერძნული მუსიკის არაერთ ლეგენდასთან, მათ შორის სოტირია ბელუ, სტელიოს კაზანძიდისი, ნიკოს ქსილურისი და მიკის თეოდორაკისთან.

ლაკის ხალკიასმა ბერძნულ მუსიკალურ კულტურაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა და მისი შემოქმედება მომავალ თაობებსაც შთააგონებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *