Latest news
მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას - რას ამბობს გარდაცვლილის მეგ... არ ვიცი ჩემს შვილს რაში სდებენ ბრალს - აცხადებს 26 წლის ძალოსანის დედა 23 წლის ბრალდებულის დედა ცინიკურ განცხადებას აკეთებს: ყველა ბავშვი მოიხმარს ნარკოტიკს, ზოგს უმართლებ... პარასკევი ცხოველმყოფელი წყაროს <<ზოოდოხოს პიღის>> აღნიშვნის დღეა როგორ შევინარჩუნოთ ბზინვარე კანი დღესასწაულებისა და ცივი ზამთრის შემდეგ რატომ ვადანაშაულებთ ყოველთვის ქალებს რა ხდებოდა 19 წლის მირტოს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ეთიოპიელი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოწმეები პირველ კომენტარს აკეთებენ ათენი: სადარბაზოში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს 23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა
პარასკევი, აპრილი 17, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

დღე, რომელმაც საბერძნეთი საბოლოოდ გაათავისუფლა ოსმალეთის ტყვეობიდან

დღე, რომელმაც საბერძნეთი საბოლოოდ გაათავისუფლა ოსმალეთის ტყვეობიდან

4 და 5 აპრილს საბერძნეთის დამოუკიდებლობისათვის ომის (1821-1829) ერთ-ერთი ყველაზე დრამატული და გმირული ეპიზოდისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება ქალაქ მესოლონგში.

მესოლონგის გასვლა 1826 წლის 10 აპრილს, ბზობის წინა ღამეს მოხდა.

მესოლონგის მოსახლეობამ, თითქმის ერთწლიანი მძიმე ალყისა და შიმშილობის შემდეგ, უარი თქვა თურქ-ეგვიპტელთა ჯარების წინაშე დანებებაზე და გადაწყვიტა გარღვევა, რაც ისტორიაში “გასვლის” სახელით შევიდა.

ალყის ხანგრძლივობა: მესოლონგის მესამე ალყა 1825 წლის 15 აპრილს დაიწყო. ქალაქს ალყა შემოარტყა რეშიდ მეჰმედ ფაშამ, მოგვიანებით კი ეგვიპტის ძალები იბრაჰიმ ფაშას მეთაურობით შეუერთდნენ.

1826 წლის აპრილისთვის ქალაქში საკვები საბოლოოდ გამოილია, მოსახლეობა იძულებული გახდა ეჭამა ზღვის მცენარეები, ვირთხები და კატები.

ფიზიკური და სულიერი გამოფიტვის გამო, ალყაშემორტყმულებმა გადაწყვიტეს, რომ სიკვდილი მონობაზე უკეთესი იყო და 10 აპრილის ღამეს გარღვევა სცადეს.

როგორ გადაწყვიტა მოსახლეობამ ალყის გარღვევა?

მოსახლეობა დაიყო სამ ჯგუფად, რომელთაც მეთაურობდნენ მაკრისი, ნოტის ბოცარისი, რაჯიკოციკასი და მიტროს დელიგიორგისი. თუმცა როგორც საქართველოს ისტორიაში ასევე აქაც კარგად ნაცნობი მოღალატეების გამო თურქებისთვის ეს გეგმა ცნობილი გახდა. გამომდინარე აქედან ალყის გარღვევა კატასტროფით დასრულდა. დაახლოებით 10 500 ალყაშემორტყმულიდან მხოლოდ 1 000-დან 2 000-მდე ადამიანმა შეძლო გადარჩენა. ქალებისა და ბავშვების დიდი ნაწილი დაატყვევეს და მონათა ბაზრებზე გაყიდეს. თუმცა მიუხედავად სამხედრო მარცხისა, მესოლონგის გასვლამ უდიდესი მორალური გამარჯვება მოიტანა. ამ ამბავმა ევროპაში ფილელინისტური მოძრაობის ახალი ტალღა წარმოშვა, მესოლონგს წმინდა ქალაქის საპატიო წოდება მიენიჭა მისი მოსახლეობის თავგანწირვის გამო. ამ გმირულმა თავდადებამ კი ხელი შეუწყო ლონდონის ხელშეკრულების დადებას, რომლის შედეგადაც საბერძნეთის დამოუკიდებლობა საბოლოოდ აღიარეს. 

მიუხედავად იმისა, რომ მესოლონგის გასვლა 10 აპრილს მოხდა, ამ დღისადმი საპატივცემულოდ ღონისძიებები ყოველწლიურად ბზობას იმართება. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *