Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ევია:დაკავებულია პოლიციელი რომელსაც პატიმარი გაექცა

ევია:დაკავებულია პოლიციელი რომელსაც პატიმარი გაექცა

ბატონივით დატოვა პოლიციის განყოფილება ოჯახური ძალადობისთვის დაკავებულმა პირმა. დაკავებულის გაქცევისთვის პასუხისგება კი იმ პოლიციეს მოუწია, რომელსაც მასზე მეთვალყურეობა ჰქონდა დავალებული. მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა გაქცეული მაშინვე დააკავეს, მასზე მეთვალყურე პოლიციელს “უყურადღებობა” ძვირად დაუჯდა. 

ყველაფერი პარასკევს, გვიან ღამით დაიწყო, როცა ერთი ქალბატონი პოლიციის შენობაში ჩენების მისაცემად შევიდა. მან განაცხადა, რომ მისი მეუღლე მასზე ფიზიკურად ძალადობდა. პოლიციამ მამაკაცი მალევე დააკავა და განყოფილებაში გადაიყვანა. დაკავებულმა მოიმიზეზა, რომ უნდა დაერეკა თავის ადვოკატთან და მაშინ როცა მეთვალყურე პოლიციელებს ოდნავ მოშორდა განყოფილებიდან გაიქცა. 

სამართალდამცავმა ორგანოებმა მისი დაკავება მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ შეძლეს, თუმცა დაკავებულთან ერთად ახლა ის პოლიციელიც დაკავებულია, რომელსაც ბრალად საქმის უგულებელყოფა ედება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *