Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

ევია: ქალი თავს დაესხა სასულიერო პირს მრევლის თანდასწრებით

დღეს ევიაში, ფსახნას ტერიტორიაზე, ეკლესიის გარეთ 45 წლის მრევლსა და 66 წლის მღვდელს შორის, რომელიც ამ ტაძარში 12 წელია მოღვაწეობს, ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

გავრცელებული ცნობით, მრევლი და ორი შვილის დედა დაინტერესდა თუ რატომ არ დაიკავა მღვდელმა გამოკვეთილი პოზიცია ახალი ტიპის პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით თავის ქადაგებაში.

მღვდელმა მას მშვიდად განუმარტა, რომ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებულ საკითხში და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებაში ეკლესიის ჩარევა, ან რაიმე სახის მოწოდების გაკეთება არასწორია და ურჩია პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით კომპეტენტური ადამიანებისგან მიეღო.

მისმა პოზიციამ ქალი უკიდურესად გააღიზიანა, უწოდა მოღალატე, გამყიდველი და განუცხადა, რომ ინტერნეტში ნახა ათონის მთაზე  მცხოვრები მოხუცის ვიდეო, რომელიც მოქალაქეებს მოუწოდებს, არ აიღონ ახალი პირადობის მოწმობები.

სასულიერო პირის პასუხზე, არ დაეჯერებინა რასაც ინტერნეტში ხედავდა, ქალმა კონტროლი დაკარგა და მღვდელს მრევლის  თანდასწრებით დაარტყა.

ინციდენტი აღიკვეთა მას შემდეგ, რაც ადგილზე მივიდა ქალბატონის ქმარი, რომელიც ასევე ტაძარში მსახურობს და დაპირისპირება ამით ამოიწურა.

ახალ პირადობის მოწმობებს მოქალაქეების დიდი გამოხმაურება მოყვა, უმეტესობას სჯერა, რომ ახალი ტიპის პირადობის მოწმობებს ექნებათ ჩიპი, რომელიც ნებისმიერ დროს აღმოაჩენს მის მფლობელს, სიტუაციას კიდევ უფრო ამძაფრებს სხვადასხვა სახის შეთქმულების თეორიები, რომლებიც აქტიურად ვრცელდება ვებ გვერდებზე და სოციალურ მედიაში.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *