Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ელევთერიას ყოფილი პარტნიორი მუდმივ რეჟიმში უთვალთვალებდა – სამართალდამცავმა ორგანოებმა გარდაცვლილი ქალის მანქანაზე GPS-ის მოწყობილობა იპოვეს დამონტაჟებული

ელევთერიას ყოფილი პარტნიორი მუდმივ რეჟიმში უთვალთვალებდა – სამართალდამცავმა ორგანოებმა გარდაცვლილი ქალის მანქანაზე GPS-ის მოწყობილობა იპოვეს დამონტაჟებული

უწყვეტად მიმდინარეობს 43 წლის ელევთერიას მკვლელობის საქმის გამოძიება, რომლის ფარგლებში აღმოჩენილი მტკიცებულებებიც სამართალდამცავ ორგანოებს უღრმავებს ეჭვს, რომ ელევთერიას ყოფილმა პარტნიორმა მას თვითმკვლელობამდე ესროლა წმინდა პანდელეიმონას სამლოცველოში და შემდეგ გადაიტანა მისი ცხედარი აღია ვარვარას მიმდებარე ტერიტორიაზე.

პოლიციელებმა იპოვეს წერილიც, რომელიც თვითმკვლელობამდე ელევთერიას ყოფილმა პარტნიორმა თავის ძმას გაუგზავნა. წერილში კაცი საუბრობდა მის ცხოვრებაზე და ამბობდა, რომ სამჯერ სცადა თვითმკვლელობა. ასევე ცნობილი გახდა, რომ კაცმა ძმას სთხოვა წერილი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაეხსნა, თუ მისი გარდაცვალების ამბავს შეიტყობდა.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 38 წლის კაცს დამაგრებული ჰქონდა GPS-ის მოწყობილობა ელევთერიას მანქანაზე, რათა თვალყური ედევნებინა მისი ყველა გადაადგილებისთვის. რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის პათოლოგიურ ეჭვიანობას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *