Latest news
პავლოს ევანგელოპულოს: არასდროს მინდოდა ქორწილი და არც ეხლა შევიცვლი აზრს ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ ირაკლიო: ეკლესიისკენ მიმავალი სტიქაროსანი ხრამში გადავარდა მიტილინი: ფერმერებმა მეცოტოპოსის შესასვლელი გადაკეტეს ლიოსიონ: 16 წლის გოგონას დედა პირველ კომენტარს აკეთებს საბერძნეთი: ანდერძის გაცემის ახალი, სწრაფი ციფრული პროცესი ძილისმიერი აპნოე - რა უნდა ვიცოდეთ სინდრომთან დაკავშირებით თანოს ბირკოს - მითხრეს რომ ძილის აპნოეს გამო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ იდგა ლიოსიონ: დააკავეს მძღოლი, რომელიც 16 წლის გოგოს დაეჯახა
კვირა, აპრილი 19, 2026
სამართალიკრიმინალისაბერძნეთი

ელენი ტოპალუდის მკვლელობა: ხუთი წელი იმ დანაშაულიდან, რომელმაც შოკში ჩააგდო საბერძნეთი

2018 წლის 28 ნოემბერი – ამ დღეს როდოსში სტუდენტი ელენე ტოპალუდი გააუპატიურეს და მოკლეს – საქმის ქრონიკა

ხუთი წელი გავიდა ელენი ტოპალუდის სასტიკი მკვლელობიდან, რომელმაც საბერძნეთი შოკში ჩააგდო და ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე შემზარავ დანაშაულად დაფიქსირდა.

ხუთი წელი გავიდა რაც საბერძნეთის საზოგადოება „გაყინა“ „ფოკიას“ ყურეში ახალგაზრდა გოგონას ცხედრის აღმოჩენამ. გაგრძელება შოკისმომგვრელია. გოგონა ეგეოსის უნივერსიტეტის სტუდენტი აღმოჩნდა, ის  27-დან 28 ნოემბრის ღამეს სასტიკი მკვლელობის მსხვერპლი გახდა.

რამდენიმე დღის შემდეგ, 2018 წლის 2 დეკემბერს, საქმის გამომძიებლებმა მკვლელების იდენტიფიცირება და მკვლელობის გარემოებების კვალზე გასვლა შეძლეს. საზოგადოებაში შოკი კიდევ უფრო დიდი იყო, რადგან გაირკვა, რომ ცივსისხლიანი მკვლელები თავადაც ახალგაზრდები იყვნენ, კერძოდ 19 და 21 წლის.

საბერძნეთის ყველა კუთხის მედია აშუქებს მკვლელობის საქმეს ყოველდღიურად, ახალი დეტალები ხდება ცნობილი და საზოგადოება „გაყინული“ ადევნებს თვალყურს იმ მოვლენებს და ფაქტებს რაც სტუდენტმა გოგონამ განიცადა სიკვდილამდე. ამ ყველაფერმა საბერძნეთის საზოგადოებაში აღშფოთება, ტკივილი, უსამართლობის შეგრძნება და შოკი გამოიწვია. ადგილობრივი და არა მარტო ადგილობრივი საზოგადოება „დუღს“ და დამნაშავების სასტიკად დასჯას კატეგორიულად მოითხოვს.

საქმის ქრინოკა:

ოთხშაბათი, 28 ნოემბერი 2018 წელი

“ფოკიას” ყურეში ცხედრის არსებობის შესახებ სანაპირო დაცვას აცნობეს. ის არის 25-35 წლის ქალბატონი, სიმაღლით 1,75 მეტრი, ნორმალური აღნაგობით, შავი თმით და მარჯვენა ფეხის ხბოზე „ვარდის“ ტატუთი. მან აქვს აბრაზიები და ექსუდაციები. მისი ცხედარი იპოვეს შიშველი, მოხსნილი მეწამული ბიუსტჰალტერი ეცვა. დაზიანებები კლდეზე ჩამოვარდნას უკავშირდება.

ხუთშაბათი, 29 ნოემბერი 2018 წელი

ელენის მშობლებმა უგზო-უკვლოდ გაუჩინარების შესახებ პოლიციაში განცხადება შეიტანეს.

პარასკევი, 30 ნოემბერი 2018 წელი

ელენის ორი თანაკურსელი მიდის როდოსის ცენტრალურ საპორტო ორგანოში, სადაც დაადასტურეს მისი ვინაობა.

შაბათი, 1 დეკემბერი, 2018 წელი

ელენი ტოპალუდის მამა მორგში ცხედრის ამოსაცნობად მივიდა. სანაპირო დაცვის მკვლელობების დეპარტამენტის სპეციალური ეშელონი ათენიდან სასწრაფოდ ჩადის როდოსში.

კვირა, 2 დეკემბერი, 2018 წელი

თეთრი ფურგონის მფლობელი, რომელიც ელენის სახლთან იხილეს და რომელშიც სავარაუდოდ სტუდენტი ჩაჯდა, ხელისუფლებას ჩვენებას აძლევს. მოწმედ დაკითხეს ასევე ახალგაზრდა ალბანელი მამაკაცი რომელიც ფურგონის მფლობელის ვაჟის მეგობარია. ორი მამაკაცის ჩვენობები ერთმანეთს არ ემთხვევა.

ორშაბათი, 3 დეკემბერი, 2018 წელი

მაშინდელი 19 წლის ალბანელი ალექსანდროს ლუცაი და მაშინ 21 წლის მანოლის კუკურასი მოწმედ იკითხებიან, მათი ჩვენობები ბევრ საკითხში ერთმანეთს არ ემთხვევა. მათ თქვეს რომ შესთავაზეს სტუდენტს რომანტიული შეხვედრა რომელიც მანოლის სახლში მოხდა, შემდეგ 21 წლის ელენე არ დათანხმდა ორ მამაკაცთან ერთდროულ ურთიერთობას და ამის გამო ჩხუბი დაიწყო. ალბანელმა მას თავში რკინის უთო დაარტყა და შემდეგ კისერში ჩაეჭიდა. გოგონამ გონება დაკარგა. მაშინ ორმა დამნაშავემ გადაწყვიტეს „მისი მოშორება“. სტუდენტი ფურგონით გადაჰყავთ “ფოკიას” მიუწვდომელ უბანში და კლდიდან ზღვაში აგდებენ.

სამშაბათი, 4 დეკემბერი 2018 წელი

ორი ახალგაზრდა პროკურატურაშია გადაყვანილი. წერილობითად თავისი მოსაზრება მხოლოდ 19 წლის ალექსანდრე ლუცაიმ ჩააბარა. 21 წლის მანოლი კუკურასმა ისარგებლა დუმილის უფლებით, მან მხოლოდ უარყო ბრალდებები, დანიშნა მისი უფლებადამცველები (აკი დიმიტრიადი და მიხალი დიმიტრაკოპულო) და მოითხოვა 48 საათიანი დრო რომ გაემზადოს დაკითხვისთვის. რაც შეეხება მისი ალბანელი თანაბრალდებულის დაკითხვას, მისი უფლებადამცველები, სტელიოს კიურძის და მისი პარტნიორები ელი სტავრიანაკი და კოსტას დიაკონისი აცხადებენ რომ მათი კლიენტის აღიარებითი ჩვენება ნავსადგურის განყოფილებაში მათი ზეწოლის პროდუქტია და ამიტომ გამომძიებელმა და პროკურორმა ის არ უნდა გაითვალისწინონ. ორივე ბრალდებული ხელბორკილებით გადაიყვანეს როდოსის უსაფრთხოების ქვედირექციის ოფისში ფოტოსურათების და თითის ანაბეჭდების ასაღებად, მათ უსაფრთხოებისთვის ტყვიაგაუმტარი ჟილეტები ეცვათ. დაცვის ზომები იყო დრაკონული, რადგან დილიდან უამრავი მოქალაქე შეიკრიბა როდოსის ცენტრალური საპორტო ადმინისტრაციის გარშემო და მათი ლინჩით მოკვლით იმუქრებოდა. იმავე დღეს, მანოლის კუკურას სახლში, სადაც ბრალდებულებმა 21 წლის გოგონა წაიყვანეს, ტარდება ექსპერტიზა. როდოსის პროკურორმა დიმიტრის ფერენტინოსმა მათ ერთობლივი ბრალი დასდო, მკვლელობისთვის და ერთობლივი გაუპატიურებისთვის. საქმის მასალები გადაეცა გამომძიებლის მოადგილეს, რომელმაც ბრალდებულების დაკავების ორდერი გასცა.

ოთხშაბათი, 5 დეკემბერი, 2018 წელი

ელენი ტოპალუდის მშობლიურ ქალაქ დიდიმოტიხოში, სასაფლაოზე, ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები სამუდამოდ ემშვიდობებიან. ამავდროულად ორივე ბრალდებული როდოსის გამომძიებელთან იყო წარდგენილი სადაც მათ ბრალდებები განუმარტეს და 48 საათიანი დრო მისცეს რათა დაკითხვისთვის გაემზადონ. ისინი ცდილობენ რომ დანაშაული ერთმანეთს გადააბრალონ და ამის შედეგად უფრო და უფრო მეტი დეტალი ხდება ცნობილი ელენის ბოლო წუთებთან სასტიკი მკვლელობის დეტალები, რომლებიც ცნობილი გახდა, შოკისმომგვრელია. ექპერტის ცნობით დადგინდა, რომ უბედური ახალგაზრდა ქალი სასტიკი წამებით დაიღუპა. თავში მიყენებული დარტყმის გარდა, არსებობს სხვა დასკვნები, რომლებიც ცხადყოფს, რომ გოგონას სასტიკად მოექცნენ. შემაძრწუნებელი ფაქტია, რომ გოგონა ცოცხალი იყო, როცა ის ზღვაში გადააგდეს. ექსპერტის ცნობით საავადმყოფოში რომ გადაეყვანათ, დღეს ელენი ცოცხალი იქნებოდა. ასევე სამართალდამცავებმა იმ ადგილთან, სადაც 21 წლის ელენის უსიცოცხლო სხეული იპოვეს, ამოიღეს მისი ტანისამოსი (გარდა საცვლებისა) და ელექტრო უთო, რომელიც ბრალდებულებმა გამოიყენეს რათა სტუდენტისთვის სახის არეში ტრავმვა მიეყენებინათ.

ხუთშაბათი, 6 დეკემბერი, 2018 წელი

როდოსის გამომძიებლის წინაშე ნებაყოფლობით მოწმის სახით დაკითხვისთვის წარსდგა ორი პორტის ოფიცერი. ერთ-ერთი მათგანი ამტკიცებს, რომ 21 წლის მანოლისი, როცა ის სპონტანურად მიიყვანეს პორტის ოფიცრებთან, ამბობდა, რომ სწორედ მისმა 19 წლის მეგობარმა (ალბანელმა) დაარტყა სტუდენტს ჯერ სახეში მუშტით, შემდეგ კი არაერთხელ დაარტყა ელექტრო უთოთი, საბაბი კი ის იყო რომ ელენიმ მას შეურაწყოფა მიაყენა მის მამაკაცურობასთან დაკავშირებით. პორტის ოფიცერი ირწმუნება, რომ 21 წლის ახალგაზრდამ მათ უთხრა, რომ სტუდენტი საავადმყოფოში გადაყვანას ევედრებოდა და ერთობლივი გადაწყვეტილების შემდეგ ბრალდებულებმა მისი კლდიდან გადაგდება გადაწყვიტეს. მეორე პორტის ოფიცერმა თავის ჩვენებაში თქვა, რომ 19 წლის ალექსანდრე მათი თანდასწრებით წაიყვანეს 21 წლის მანოლის ოჯახის სახლში პეფკოსში სადაც მან მიუთითა ადგილი, სადაც მსხვერპლი გააუპატიურეს. როდესაც მას სთხოვეს, წაეყვანა ისინი ზღვის უბანში, სადაც კლდიდან გადააგდეს, მან არ იცოდა მარშრუტი, ხოლო ადგილი გაახსენდა, მხოლოდ მაშინ როდესაც ისინი რამდენიმე მეტრში მოხვდნენ. 21 წლის ელენის მშობლებმა, მათი ადვოკატის, ალექსის კუგიას და მისი პარტნიორი სავას პავლიდის მეშვეობით ჩააბარეს განცხადება რომლითაც მოითხოვეს რომ მათ დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოთ და სასამართლო პროცესში ამ სტატუსით მიიღონ მონაწილეობა. როდოსის ექსპერტმა პანაიოტის კოტრეცოსმა სასამართლოს წარუდგინა დასკვნა. დასკვნაში ის აღნიშნავს, რომ სექსუალური კავშირის დამადასტურებელი ნიშნები არ შეიძლება დაზუსტებით შეფასდეს იმის გამო, რომ სხეული ზღვაში იყო. იგი განსაზღვრავს ელენის სიკვდილს 27/11/2018 20:00 საათსა და 28/11/2018 06:00 საათს შორის ზღვაში დახრჩობით. ის ხაზს უსვამს, რომ ცოცხალი ყოფნისას მიყენებული დაზიანებები (თავის ტვინისა და კისრის დაზიანებები, რომლებიც მიეკუთვნება დახრჩობის მცდელობას) წინ უსწრებდა სხეულის წყალში შესვლას და მათი გამოწვევის სავარაუდო დრო, მაქსიმუმ ზღვაში დახრჩობამდე ორი საათია. სტუდენტის გარდაცვალების მიზეზი ზღვაში დახრჩობაა.

პარასკევი, 7 დეკემბერი, 2018 წელი

ორივე ბრალდებულს დროებითი პატიმრობა შეეფარდა. დილიდან როდოსის სასამართლოს შენობაში უამრავი ადამიანი შეიკრიბა და მცირე ინციდენტები გამოიწვია, რომელიც პოლიციისა და პორტის დაცვის ძლიერი ძალების არსებობის გამო არ გამწვავდა. ორი ბრალდებულის უსაფრთხოების ზომები დრაკონული იყო, რადგან განრისხებული მოქალაქეები ბრალდებულებთან მიახლოებას ცდილობდა მათი ლინჩის მიზნით. იმავე დღეს სანაპირო დაცვამ ოფიციალური განცხადება გააკეთა. მასში ხაზგასმულია, რომ ბრალდებულები, მოქმედების შემდეგ, დაბრუნდნენ აგარაკზე, გაასუფთავეს სისხლი და ინტერიერი და შეაგროვეს ტანსაცმელი და სხვა ნივთები, რომლებიც იმ კლდოვან ადგილას გადაყარეს, სადაც მათ პორტის თანამშრომლებმა მიაკვლიეს.

შაბათი, 8 დეკემბერი, 2018 წელი

ორივე ბრალდებული ციხეებში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებით და მკაცრი საიდუმლოებით გადაიყვანეს.

პარასკევი, 15 მაისი 2020 წელი

ელენი ტოპალიდუს საქმის სასამართლო დასრულდა, გარეთ უამრავი ადამიანი ელოდა მოსამართლეების გადაწყვეტილებას. ორივე ბრალდებულს ელენის მკვლელობისთვის სამუდამო თავისუფლების აღკვეთა და ჯგუფური გაუპატიურებისთვის  15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

პარასკევი, 20 მაისი 2022

დასრულდა უზენაესი სასამართლოს სხდომა, სადაც ორი ბრალდებულის მიერ ჩაბარებული გასაჩივრება განიხილებოდა. ისინი ითხოვდნენ რომ პირველი გადაწყვეტილება შეცვლილიყო. სასამართლოს მთავარმა მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა საჯარო სხდომაზე. ორივე ბრალდებული (დღეს 24 წლის მანოლის კუკურასი და 23 წლის ალექსანდროს ლუცაი) ისევ დამნაშავედ ცნეს ელენი ტოპალიდუს ჯგუფურ გაუპატიურებაში და მკვლელობაში. სასამართლომ უარყო დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მოთხოვნა რომ მათ შემცირებული სასჯელი დაეკისროთ ასევე სააპელაციო სასამართლომ  სასამართლომ არ სცნო შემამსუბუქებელი გარემოებები ელენი ტოპალუდის გაუპატიურებასა და მკვლელობაში დამნაშავეებისათვის. სასამართლომ ორ დამნაშავეს მკვლელობისა და ჯგუფური გაუპატიურების ბრალდებით სამუდამო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და იგივე სასჯელი შეინარჩუნა, რაც პირველ ინსტანციაში იყო შეფარდებული.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *