Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ხუთშაბათი, ივლისი 2, 2026
ჯანმრთელობასაბერძნეთი

ელვის სისწრაფით გამოგვეცალა ხელიდან – აცხადებს 54 წლის ქალის შვილი, რომელიც მენინგიტით გარდაიცვალა

ელვის სისწრაფით გამოგვეცალა ხელიდან – აცხადებს 54 წლის ქალის შვილი, რომელიც მენინგიტით გარდაიცვალა

ადგილობრივი მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია მენინგიტის შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის უკვე მეორე შემთხვევამ დასავლეთ საბერძნეთში. 54 წლის ქალი პირღოსიდან ელვის სისწრაფით გამოეცალა ექიმებს ხელიდან. 

ქალს მენინგიტის იმავე შტამი ჰქონდა, რომელმაც ახალგაზრდა სტუდენტის სიცოცხლე იმსხვერპლა პატრაში.

“ჯარიდან დავბრუნდი, ათენში ვმსახურობ. პარასკევს ჩამოვედი პირღოსში, ჩავეხუტე დედას და მოვიკითე. ყველაფერი კარგად იყო, არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდა. ერთი საათი გავიდა და ციება დაეწყო. ძილში აკანკალებდა, საწოლში ბრუნავდა, ვერ ისვენებდა. ეტყობოდა რომ არ იყო კარგად. საპირფარეშომდე მისვლაში მამა დაეხმარა. ვეღარ ლაპარაკობდა. მაშინვე წავიყვანეთ საავადმყოფოში. მთელ სხეულზე სილურჯეები ჰქონდა. საავადმყოფოში გვითხრეს რომ მენინგიტი დაუდგინდა და სულ რაღაც 8 საათში გამოგვეცალა კიდეც ხელიდან. მოულოდნელად დაგვატყდა უბედურება თავს. ექიმმა დაგვირეკა და გვითანაგრძნო დანაკარგი.” – აცხადებს გარდაცვლილის შვილი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *