Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
ბუნებრივი მოვლენებისაბერძნეთი

ვარნავა: ხანძრის შედეგად სასუნთ გზებზე შექმნილი პრობლემით საავადმყოფოში 8 ადამიანი გადაიყვანეს

ვარნავა: ხანძრის შედეგად სასუნთ გზებზე შექმნილი პრობლემით საავადმყოფოში 8 ადამიანი გადაიყვანეს

ვარნავაში დღეს შუადღეს გაჩენილი ხანძარი ხევების გავლით უფრო და უფრო დიდ ტერიტორიას ედება. 

სახანძრო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ცეცხლი ამჟამად სტამატას აღმოსავლეთ ნაწილისკენ მიემართება თუმცა 7 ბოფორის სიმძლავრის ქარები ხანძრის მიმართულებას გამოდმებით ცვლიან.

ხანძრის გამაო ატმოსფეროში კვამლის რაოდენობა გაიზარდა, რის შედეგადაც უკვე 8 ადამიანს შეექმნა სასუნთ გზებზე პრობლემა. რომელთაგან 4 სისმანოღლიოში, 3 კაპანდრიტიუს კლინიკაში, ხოლო 1 კი ნეა მაკრის კლინიკაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფრომაციის თანახმად მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ხანძრის ჩასაქრობად 400 მეხანძრე 110 სახანძრო მანქანით, 14 ფეხმავალთა ჯგუფი მუშაობს. 

მზის ჩასვლამდე სახმელეთო ძალებს ეხმარებოდა საჰაერო ძალებიც 16 წყალმფრქვევითა და 13 ვერტმფრენით.

ცეცხლმა დიდი მატერიალური ზიანი მიაყენა დასახლებულ ტერიტორიას, დაიწვა სახანძრო მანქანა.

იხილეთ კადრები: 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *