Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ვარში 56 წლის მუშის გაუფრთხილებლობით მკვლელობაში ბრალდებულ ოპერატორს ლიცენზია არ ჰქონდა

ორშაბათს (23/10), ვარში, სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რომელსაც ორი შვილის მამა, 56 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობის მუხლით ორი თანამშრომლის მიმართ საქმე აღიძრა.

ტრაგედია ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გასაყვანად ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების შესრულების დროს მოხდა და საქმეზე შედგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის მიხედვით, 56 წლის მამაკაცის სასიკვდილო დაზიანება ნიადაგში თხრილების საჭრელი მანქანა-დანადგარის ოპერატორის მიერ დაშვებულმა შეცდომამ გამოიწვია.

კერძოდ, ტრაგედია იმ დროს მოხდა, როცა 56 წლის მუშა თხრილში სამუშაოებს ასრულებდა. მანქანამ, რომელიც კაბელის ჩასადებ თხრილებს აკეთებს, მას ზემოდან გადაუარა, რის შედეგადაც იგი სასიკვდილოდ დაშავდა.

გაირკვა, რომ პირველ ბრალდებულს,  21 წლის ოპერატორს, რომელიც დანადგარს დისტანციურად მართავდა, არ გააჩნდა მისი მართვის ლიცენზია.
მეორე ბრალდებული 33 წლის მამაკაცია, რომელიც ადგილზე  პროექტის ხელმძღვანელი იყო.
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *