Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ვერია: კრიტიკულია 24 წლის პაციენტის მდგომარეობა, რომელიც უმოწყალოდ ნაცემი იპოვეს

ვერია: კრიტიკულია 24 წლის პაციენტის მდგომარეობა, რომელიც უმოწყალოდ ნაცემი იპოვეს

მაშინ როცა ექიმები 24 წლის პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან, გოგონას ოჯახი საჯარო მიმართვას ავრცელებს და სთხოვს ყველას დაუკავშირდნენ მათ იმ შემთხვევაში, თუ ფლობენ ინფორმაციას თავდასხმის შესახებ, რომელმაც მათი შვილი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა.

გოგონა პაპაღეორღიუს საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. 

შეგახსენებთ, რომ ის გუშინ ღამით ვერიას არქეოლოგიური მუზეუმის მახლობლად მდებარე საცხოვებელი კორპუსის სხვენში უმოწყალოდ ნაცემი იპოვეს.

ექიმები აცხადებენ, რომ პაციენტს მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული თავისა და სახის არეში, მის მდგომარეობას განსაკუთრებით მძიმედ ახასიათებენ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *