Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ვიდეო კადრები: მამამ შვილი ნაგავში გადააგდო

ვიდეო კადრები: მამამ შვილი ნაგავში გადააგდო

protothema.gr ავრცელებს ვიდეო კადრებს, რომლებშიც ნათლად ჩანს, როგორ აგდებს მამა ჩვილ ბავშვს ნაგავში.

შემთხვევა ვრავრონაში მოხდა.

ვიდეოში დაფიქსირებული მამაკაცი ნეპალიდან არის, მას ხელში ორი პარკი უჭირავს. ამ ორი პარკიდან ერთ-ერთში კი გარდაცვლილი ჩვილის ცხედარი აქვს მოთავსებული. მამაკაცი მიემართება ნაგვის ყუთებისკენ რათა პარკები გადააგდოს.

ჩვილის მამა პარასკევს დააკავა პოლიციამ. განყოფილებაში მან აღიარა, რომ ნამდვილად გადააგდო ბავშვი ნაგავში, მაგრამ შვილი მას არ მოუკლავს. პოლიციას მან განუმარტა, რომ მეუღლეს მშობიარობა ნაადრევად დაეწყო და ბავშვი მკვდარი დაიბადა. 

თუმცა პოლიციის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად დაკავებულის მეუღლე ორსულობის მე-5 თვეში იმყოფებოდა და ბავშვიც ცოცხალი დაიბადა. ორსული ქალი ხუთშაბათს ღამით საავადმყოფო “Αλεξάνδρα”-შიც იმყოფებოდა. იგი საავადმყოფოში სისხლდენით მივიდა და ექიმებმა მას უთხრეს, რომ ორსულად იყო, თუმცა ვერ შეძლეს დაედგინათ ორსულობა გრძელდებოდა ჩვეულ რეჟიმში, თუ მუცელი ეშლებოდა. 

დაკავებულის მეუღლე საავადმყოფოში არ დარჩენილა. იგი იმ ღამესვე დაბრუნდა სასტუმროში, სადაც მის მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა.

პოლიციამ სასტუმროს ნომრის ჩხრეკისას აღმოაჩინა სისხლი ყველა ოთახში, ზეწრებსა და აბაზანაში. ჩვილი ბავშვის სხეული კი ნაგავსაყრელზე იყოვეს. 

დაკავებულის წინააღმდეგ აღძრულია საქმე სიცოცხლის მოსპობის მუხლით.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *