Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
შოუბიზნესისაბერძნეთი

ვიკი ვოლიოტიმ ანნა ეთიოპიაში იშვილა

ვიკი ვოლიოტიმ ანნა ეთიოპიაში იშვილა

ვიკი ვოლიოტიმ გადაცემა «Happy Day»-ში ისაუბრა მის ურთიერთობაზე მამასთან, მისი სწავლის პერიოდზე და ფაქტზე, თუ როგორ იშვილა მისი გოგონა ანნა.

მსახიობმა საუბარი მისი ბავშვობის წლების გახსენებით დაიწყო: “ძალიან ცოცხალი ბავშვი ვიყავი, არაფრის მეშინოდა. მამაჩემის გარდაცვალებამ შემცვალა ძალიან.. უფრო ჩაკეტილი გავხდი, თითქოს ის ხალისი და ძალა დავკარგე, რაც ადრე მამოძრავებდა. ვიტყოდი, რომ ნაადრევად გავიზარდე.” 

ინტერვიუში მან ასევე ისაუბრა თეატრზე: “ჩემი თავის წარმოდგენა თეატრის გარეშე არ შემეძლო. მაგრამ ახლა, როცა უნივერსიტეტში სწავლა ვიგემე.. ყველაფერი შეიცვალა.. მესამე კურსზე ვარ, მომავალ წელს ვამთავრებ. სტუდენტურ შეკრებებზე და წვეულებებზე არ დავდივარ, მაგრამ სამაგიეროდ ლექციებს ვესწრები. ნერვები მეშლება როცა კარგ ქულებს არ ვიღებ.”

საუბრის დასასრულს კი მის ქორწინებასა და ქალიშვილზე ისაუბრა: “მე და ჩემი პარტნიორი დავქორწინდით იმიტომ, რომ ანნა აგვეყვანა შვილად. ჩვენი ქორწინებაში ყოფნა იყო აუცილებელი წინაპირობა შვილად აყვანის პროცესისთვის. სიმოსმა დიდი როლი ითამაშა, რადგან ძალიან უნდოდა შვილი. მასთან ერთად დავიჯერე, რომ შვილის ყოლა უფრო გაგვიმარტივდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულ პროცესთან მოგვიწია შეჭირდება ყველაფერი ბედნიერად დასრულდა. როცა ანნას ჩავეხუტე ვიგრძენი, რომ ჩემი შვილი იყო და მივხვდი, რომ გამორიცხული იყო დავბრუნებულიყავი ეთიოპიიდან ანნას გარეშე.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *