Latest news
სიმშვიდის საათების დროს ხმაურის გამოწვევა ჯარიმით ისჯება პავლოს ევანგელოპულოს: არასდროს მინდოდა ქორწილი და არც ეხლა შევიცვლი აზრს ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ ირაკლიო: ეკლესიისკენ მიმავალი სტიქაროსანი ხრამში გადავარდა მიტილინი: ფერმერებმა მეცოტოპოსის შესასვლელი გადაკეტეს ლიოსიონ: 16 წლის გოგონას დედა პირველ კომენტარს აკეთებს საბერძნეთი: ანდერძის გაცემის ახალი, სწრაფი ციფრული პროცესი ძილისმიერი აპნოე - რა უნდა ვიცოდეთ სინდრომთან დაკავშირებით თანოს ბირკოს - მითხრეს რომ ძილის აპნოეს გამო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ იდგა
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ვისწავლოთ პატივისცემა – მოკლული გოგონების დედები ძალადობის წინააღმდეგ

ვისწავლოთ პატივისცემა – მოკლული გოგონების დედები ძალადობის წინააღმდეგ

კოროპიოს მუნიციპალიტეტში შაბათს საღამოს გაიმართა გამოფენა, რომელიც ძალადობის მსხვერპლ ქალებს ეძღვნება. გამოფენის ორგანიზება 3 მოკლული გოგონას დედის ჩართულობით მოხდა. კერძოდ კი ალექსანდრა მაკუს, 26 წლის ღარიფალიას დედის, ელენი კრემასტიოსტის ერატუს დედის და როზა ფოტიადუს სოფია სავვიდუს დედის. უდიდესი ტკივილის მიუხედავად, რომელსაც ეს ადამიანები დღემდე გულით ატარებენ, მაინც მოახერხეს და მივიდნენ გამოფენაზე, რათა დაეფიქსირებინათ მათი პოზიცია ძალადობისა და ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ. 

გამოფენაზე 26 წლის ღარიფალიას დედამ, ალექანდრა მაკუმ განაცხადა: “დღეს მე ჩემი შვილი ძალიან მენატრება. ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ღარიფალიას სულ გულით დავატარებ და ერთ დღეს მას ისევ შევხვდები. შევაჩეროთ მკვლელები, მოვასწროთ მათ და დავაკავოთ ისინი, რადგან ამ გოგონებმა მათ ხელში ბევრი გადაიტანეს. ჩვენ ვტყუივართ, ოჯახის წევრებმა უნდა მოვასწროთ და შევაჩეროთ მოძალადეები. ოჯახი აყალიბებს ბავშვს ადამიანად და შემდეგ საზოგადოება. ძალიან მენატრება ჩემი შვილი მე დღეს.”

ელენი კრემატიოტი: “ვასწავლოთ ჩვენს შვილებს პატივისცემა და პატივი ვცეთ საკუთარ თავებსაც. ძალიან მტკივნეულია რომ დღეს ჩვენს შვილებზე საუბარი წარსულ დროში გვიწევს.”

როზა ფოტიადუ: “ჩვენს ირგვლივ სიკვდილის სუნი დგას.. ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა გვაქვს.. რატომ ტრიალებენ მსგავსი მოძალადეები ჩვენ გარშემო? ყველაზე დიდი წვლილი მშობლებს მიუძღვით ბავშვების აღზრდაში.. ძალიან რთულია რომ ჩემი შვილი ჩემ გვერდით არ არის დღეს. ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ რომ მსგავსი შემთხვევა აღარასდროს მოხდეს.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *