ვის შეუძლია ელექტროენერგიით გათბობის ხარჯების დასაფარად სოციალური დახმარების მიღება?
ვის შეუძლია ელექტროენერგიით გათბობის ხარჯების დასაფარად სოციალური დახმარების მიღება?
ელექტროენერგიით გათბობის ხარჯების დასაფარად სოციალური დახმარების მიღება: განცხადებების წარდგენა რამდენიმე დღით გახანგრძლივდება.
დაინტერესებულ პირებს კიდევ ორი დღის ვადა ეძლევათ იმისათვის, რომ ელექტროენერგიით გათბობის ხარჯების დასაფარად, სოციალური დახმარების შესახებ განაცხადი ონლაინ წარადგინონ. ამ დროისთვის 390.000 განცხადებაა შემოსული, თუმცა კომპეტენტური უწყება 1, 2 მილიონი ბენიფიციარის დაკმაყოფილებას ვარაუდობს.
განსხვავება პოტენციურ და ფაქტობრივ ბენეფიციარებს შორის გამოწვეულია იმით, რომ სოციალური ტარიფის მფლობელ და უკვე, გასათბობი საწვავის შემწეობის მქონე პირებს უწყდებათ ელექტროენერგიით გათბობის შემწეობა.
ინფორმაციის თანახმად, ეროვნული ეკონომიკისა და ენერგეტიკის შესაბამისი სამინისტროები განიხილავენ ვადის რამდენიმე დღით გახანგრძლივების შესაძლებლობას, რათა პროცედურა გაუადვილონ მათ, ვინც ვერ მოახერხა განაცხადების დროულად წარდგენა.
დახმარების ოდენობა კვარტალის განმავლობაში 45 ევროდან 480 ევრომდე მერყეობს, იგი დამოკიდებულია ოჯახის შემადგენელი წევრების ოდენობასა და რეგიონებზე, დღის განაკვეთზე, დ. ა.შ. დახმარება გაიცემა 2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტამდე მოხმარების რაოდენობის მაჩვენებლების მიხედვით.
ელექტროენერგიით გათბობის შემწეობის უფლების მქონე ოჯახებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი კრიტერიუმები:
- საშემოსავლო დეკლარაცია.
– მარტოხელა ოჯახის სადეკლარაციო შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 16 000 ევროს, დაქორწინებული ოჯახისა – 24 000 ევროს + ყოველ არასრულწლოვან, (ან დამოკიდებულ წევრზე) – 5 000 ევრო.
ბიზნეს მესაქმის შემოსავალი – 80.000 ევრომდეა გათვალისწინებული.
მარტოხელა პირის უძრავი ქონების ღირებულება 200.000 ევრომდე უნდა იყოს, ხოლო დაქორწინებული ოჯახისა კი, -300.000 ევროს არ უნდა აღემატებოდეს.
- განაცხადის შევსების პროცედურა:
– ელექტრონული სერვისების სერთიფიცირებული მომხმარებლები myHeating-ის პლატფორმაზე შედის პირადი TAXISnet კოდებით.
– მომხმარებლები, რომლებსაც არ გააჩნიათ TAXISnet-ის კოდები, ალტერნატიულად იქნებიან იდენტიფიცირებული, დღგ-ს ნომრისა და, ბოლო 5 წლის პირადი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის საგადასახადო დადგენის აქტის ერთ-ერთი შეტყობინების ნომრის მითითებით.
- განაცხადი.
– myHeating-ის პლატფორმაზე, ბენეფიციარებმა უნდა შეავსონ შემდეგი ინფორმაცია:
-საცხოვრებელი ობიექტის მრიცხველის ნომერი
-საცხოვრებელი ობიექტის დასახელება
– საცხოვრებელი ობიექტის ფართის კვადრატული მეტრი
– თუ ფართი გაქირავებულია ან უსასყიდლოდ არის გაცემული, უნდა შეივსოს მესაკუთრის საგადასახადო საიდენტიფიკაციო ნომერი.
– საკონტაქტო ინფორმაცია (ელფოსტა, სახლის ტელეფონი, მობილური ტელეფონი)
- პროცედურის მსვლელობა.
-განაცხადის წარდგენის შემდეგ, AADE ამოწმებს ინფორმაციას და აგზავნის მას
DEDDIE, რომელიც თავის მხრივ აცნობებს მათ მომწოდებლებს, გამოიყენონ, თუ არა სუბსიდია გადასახადებზე ფასდაკლების სახით. გათბობის შემწეობა გამოჩნდება ფასდაკლების სახით ელექტროენერგიის გადასახადებზე. (2024 წლის 1 იანვარი – 31 მარტი). იმ შემთხვევაში, თუ ანგარიში მოიცავს თვის პერიოდს, ყოველთვიური სუბსიდია ნაწილდება შესაბამისი თვის დღეების პროპორციულად, სუბსიდიის პერიოდში.
- გადასახადები:
– ელექტროენერგიის ბენეფიციარმა – ელექტროენერგიის მომხმარებელმა უნდა შეიყვანოს ელექტროენერგიის გადასახადის საჭირო დეტალები პლატფორმაზე. (ელექტროენერგიის გადასახადის ნომერი, გადასახადის ჯამური თანხა/ღირებულება, დღგ-ს ნომერი და მიმწოდებლის დასახელება, დღგ. იმ ბენეფიციარის ნომერი, რომელზედაც გაიცა ანგარიშსწორება, ელექტროენერგიის მიწოდების ნომერი, რომელიც მითითებულია ქვითარზე და ის, უნდა შეესაბამებოდეს განაცხადის დროს მითითებულ ძირითად საცხოვრებელ ნომერს განცხადების პერიოდში.
გადასახადები გამოქვეყნებისას, ეტაპობრივად დეკლარირებულია და ბენეფიციარს საშუალება აქვს 2024 წლის 15 სექტემბრამდე წარადგინოს ყველა იმ კუპიურების მონაცემები, რომლებიც გაცემულია მის უზრუნველსაყოფად და ეხება პირველი კვარტალის მოხმარებას.
- გამყარება.
-ყოველთვიური შემწეობა გამოითვლება თითოეული დასახლების დღიური კურსის – 60 ევროს საფუძველზე. ძლიერი სიცივის მქონე დასახლებებში დახმარების ოდენობა იზრდება 25%-ით იქ მცხოვრები ბენეფიციარებისთვის და ის არ უნდა აღემატებოდეს თვეში 160 ევროს და კვარტალურად – 480 ევროს.
- გამონაკლისი.
-ის პირები, ვინც 2023/2024 წლის ზამთრის სეზონისთვის ნავთობზე, ბუნებრივ აირზე და გათბობის სხვა ფორმებზე გათბობის შემწეობას იღებენ, რიგგარეშე დახმარებას არ მიიღებენ. გარდა ამისა, გამორიცხება სოციალური ტარიფების მფლობელი ის პირები, რომლებიც გააგრძელებენ სუბსიდიის მიღებას ელექტროენერგიის გადასახადით.
