Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიUncategorized

ვონიცა: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 თვის ბავშვი დაშავდა

ვონიცა: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 თვის ბავშვი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომელიც კვირას საღამოს 17:00 საათზე პალეროს-ვონიცას გზაზე დაფიქსირდა, 8 თვის ბავშვი დაშავდა. 

sinidisi.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ავტომანქანა, რომლითაც წყვილი აღრინიოდან ბავშვთან ერთად გადაადგილდებოდა, მათგკენ საპირისპირო მიმართულებით მომავალ ფურგონს შეეჯახა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვილი კანონით გათვალისწინებული ყველა უსაფრთხოების ზომის დაცვით ჰყავდათ ბავშვის სავარძელში ჩასმული, თავის არეში მაინც დაშავდა. დედას დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული. მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიყენებული ბავშვის მამას და ფურგონის მძღოლსაც.

სასწრაფო დახამრების ბრიგადამ დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმები აცხადებენ, რომ პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, შესაბამისად ისინი მალევე გაწერეს საავადმყოფოდან. 

ალკოტესტმა აჩვენა, რომ ფურგონის მძღოლი იმყოფებოდა ალკოჰოლური ნივთიერების ზეგავლენის ქვეშ. მძღოლი პოლიციის განყოფილებაში, დროებითი დაკავების საკანში განათავსეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *