Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
Uncategorizedსაბერძნეთი

ზახარო: ავტოსაგზაო შემთხვევას 2 პირის სიცოცხლე ემსხვერპლა

ზახარო: ავტოსაგზაო შემთხვევას 2 პირის სიცოცხლე ემსხვერპლა

66 წლის მილია ღრივამ და 80 წლის ღიორღოს მისიხრონისმა ტრაგიკულად დაასრულეს სიცოცხლე ოთხშაბათს საღამოს პატრა-პირღოსის ეროვნულ გზატკეცილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.

იმავე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა 66 წლის მილიას მეუღლეც, რომელიც პატრას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადის მკურნალობას.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანქანა, რომელშიც სამი მგზავრი იმყოფებოდა, მიემართებოდა პირღოსკენ, როცა შეეჯახა პატრასკენ მიმავალ სატვირთო მანქანას.

შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მანქანა მთლიანად დაიშალა და ერთიან რკინის მასად იქცა.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა გამოცხადდა მანქანიდან გამომწყვდეული მგზავრების გადმოსაყვანად.

პატრა-პირღოსის ორივე ნაკადში შეწყვეტილია მანქანების გადაადგილება, რათა მოხდეს ადგილის მანქანის ნაწილებისგან გაწმენდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *