Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისამართალი

ზოი კონსტანტოპულუმ ნეა დიმოკრატიის პარტიას ღაზას სექტორში მიმდინარე გენოციდის მხარდაჭერაში დასდო ბრალი

ზოი კონსტანტოპულუმ ნეა დიმოკრატიის პარტიას ღაზას სექტორში მიმდინარე გენოციდის მხარდაჭერაში დასდო ბრალი

დღეს დილის 10:00 საათიდან საბერძნეთის პარლამენტში მიმდინარეობს ემიგრაციის მინისტრის, თანოს პლევრისის მიერ წაყენებული საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა, სადაც დეპუტატები კანონპროექტთან დაკავშირებით აფიქსირებენ აზრს გადაწყვეტილების მიღებამდე. განხილვა ამ დრომდე მიმდინარეობს და ამჟამად სიტყვით გამოდის ზოი კონსტანტოპულუ, რომელმაც განაცხადა რომ პოლიტიკურ პარტია ნეა დემოკრატიას რასისტები უწოდა და პირდაპირ დაადანაშაულა ღაზას სექტორში მიმდინარე გენოციდის პასიურ მხარდაჭერაში. იქვე დასძინა, რომ ჯამში უკვე 17 000 პალესტინელი ბავშვია მოკლული, რაც არ არის შეცდომა ან თავიდან აურიდებელი შედეგი ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან, არამედ არის ორგანიზებული დანაშაული.

ზოი კონსტანტოპულუმ ასევე ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ქალთა უფლებები არ არის სრულად დაცული და ქალთა მკვლელობა სრულად კრიმინალიზირებული უადგილოა ემიგრანტების კრიმინალიზაცია.

პოლიტიკური თავშესაფრის კანდიდატების დამნაშავეებად წარმოჩენა “ხრისი ავღის” გატარებულ პოლიტიკას შეადარა. განაცხადა, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს აქვთ მიზეზი მოითხოვონ თავშესაფარი და გადაარჩინონ საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე და გაექცნენ საომარ ვითარებას, აღნიშნული კანონპროექტი კი არის საერთაშორისო დონის დანაშაული, რომელიც “ახრჩობს” ემიგრანტებს.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *