Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

თანოს პლევრისმა ჩარლი კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

თანოს პლევრისმა ჩარლი კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

ტელემაუწყებელ ΣΚΑΙ-ზე საემიგრაციო პოლიტიკაზე საუბრის პარალელურად ემიგრაციის მინისტრმა, თანოს პლევრისმა, კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობის ფაქტზე ისაუბრა და მწუხარება და თანადგომა გამოხატა პირდაპირ ეთერში ჩარლის ოჯახის წევრების მიმართ: “ეს არის მიზნად ამოღება ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო ამერიკელი კონსერვატორის, მემარჯვენისა და ქრისტიანის. ტერორიზმი, განურჩევლად იმისა, თუ საიდან მოდის, აუცილებლად უნდა იყოს დაგმობილი და სამაგალითოდ დასჯადი.” 

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კონსერვატორი აქტივისტი ამერიკის შეერთებულ შტატებში და ტრამპის გულმხურვალე მხარდამჭერი ჩარლი კირკი 10 სექტემბერს იუტა ველის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას მოკლეს.

ამერიკის პრეზიდენტმა მკვლელობაზე პასუხისმგებლობა „რადიკალ მემარცხენეებს“ დააკისრა, თუმცა მკვლელობაში ბრალდებული ამ დრომდე არც დაკავებულია და არც მისი ვინაობაა ცნობილი.

ჩარლის მიკროფონით ხელში ლაპარაკი 20 წუთის დაწყებულიც არ ჰქონდა, როცა ესროლეს. ტყვია ყელში მოხვდა. რამდენიმე საათის შემდეგ დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ „ლეგენდარული ჩარლი კირკი გარდაიცვალა“.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *