Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიემიგრაცია

თანოს პლევრის: ვაშენებთ უზარმაზარ კედელს არალეგალებისთვის, ხოლო კარს ფართოდ  ღიას ვტოვებთ საბერძნეთში ლეგალური გზით შემოსასვლელად 

თანოს პლევრის: ვაშენებთ უზარმაზარ კედელს არალეგალებისთვის, ხოლო კარს ფართოდ  ღიას ვტოვებთ საბერძნეთში ლეგალური გზით შემოსასვლელად 

ემიგრაციის მინისტრმა თანოს პლევრისმა რადიოსადგურ ΣΚΑΙ 100,3-ზე საემიგრაციო პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრების გეგმაზე ისაუბრა.

“საბერძნეთი აშენებს უზარმაზარ კედელს არალეგალური ემიგრაციის აღმოსაფხვრელად და პრევენციისთვის, თუმცა ამავდროულად ღიას ტოვებს კარს იმ ადამიანებით, ვინც პატივს სცემენ კანონებს და სურთ კანონიერი გზით შემოვიდნენ და დასაქმდნენ ქვეყანაში.” 

ემიგრაციის მინისტრმა განაცხადა, რომ  უკვე არსებული კანონმდებლობით და კანონპროექტით, რომლის დამტკიცებაც იანვრის ბოლომდე იგეგმება, შესაძლებელი იქნება საბერძეთის ტერიტორიაზე უკანონო ემიგრაციასთან ნაყოფიერი ბრძოლა და ლიბიიდან შემოსული დიდი ნაკადების უკან გაბრუნება. 

კანონმდებლობა ხელს უწყობს უფრო მეტად გაიმიჯნოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსი ეკონომიკური ემიგრანტებისგან. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *