Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიUncategorized

თესალონიკში ხანძრისგან დაშავებული ქალი და მეხანძრე საავადმყოფოში გადაიყვანეს

თესალონიკში ხანძრისგან დაშავებული ქალი და მეხანძრე საავადმყოფოში გადაიყვანეს

კვირას გამთენიისას სტავრუპოლში ხანძარი გაჩნდა.

გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ხანძარი გამთენიის სამი საათისკენ გაჩნდა ედესის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე. ხანძარი, გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელი მიზეზის გამო, სამზარეულოდან დაიწყო. 

შემთხვევის ადგილზე 12 მეხანძრე, 5 სახანძრო მანქანით მუშაობდა. ხანძრის გამო იმდენად დიდი კვამლი ავარდა მთელ კორპუსში, რომ შენობის მაცხოვრებლები იძულებულები გახდნენ საცხოვრებელი ბინები დაეტოვებინათ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 12-დან ერთ-ერთი მეხანძრე დაშავდა და მიიღო სხეულის დამწვრობები. იგი 424-ე სამხედრო საავადმყოფოში გადაიყვანეს სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. ხოლო ქალბატონს, ვის ბინაშიც ხანძარი გაჩნდა, დამწვრობები აღენიშნება ხელზე და სახეზე და გადაყვანილია ახეპა-ს საავადმყოფოში.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *