Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ილია: ზედამხედველი მუშებს დაემუქრა და ანაზღაურების გარეშე ამუშავა

ილია: ზედამხედველი მუშებს დაემუქრა და ანაზღაურების გარეშე ამუშავა

45 წლის მამაკაცმა ბულგარეთიდან მუშებს პასპორტები ჩამოართვა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მუქარით და აიძულა ემუშავათ ანაზღაურების გარეშე არალეგალურად.

გაუსაძლის პირობებში აცხოვრებდა 4 მიწაზე მომუშავე მუშას 45 წლის ზედამხედველი ბულგარეთიდან. შემთხვევა ფსარი ილიასში მოხდა სასოფლო-სამეურნეო საკუთრებაზე. დამნაშავე სამშაბათს ღამით, 19 მარტს, დააკავეს. მას ბრალად ედება ადამიანებით ვაჭრობა და საბუთების მიჩქმალვა/მისაკუთრება. 

ოთხივე მუშა სამართალდამცავ ორგანოებს უცხადებს, რომ 45 წლის მამაკაცი, რომელიც მათი ზედამხედველის პოზიციაზე მუშაობდა, ბოლო ორი თვის განმავლობაში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით უკანონოდ ამუშავებდა ფერმაში და არ უხდიდა შეთანხმებულ ანაზღაურებას, რომელიც მას მიწის მეპატრონისგან ყოველთვიურად ერიცხებოდა საბანკო ანგარიშზე, რათა შემდგომში აღნიშნული თანხა გადაეხადა გაწეული სამსახურისთვის. 

დაზარალებულები “მონობისგან” ორშაბათს გათავისუფლდნენ. მათ ისარგებლეს შემთხვევით რომ მოძალადე სახლში არ იმყოფებოდა. ჩუმად დატოვეს სამუშაო ტერიტორია და ფეხით გაემართნენ ქალაქ პატრასკენ. 

სამართალდამცავმა ორგანოებმა სამშაბათსვე ჩაატარეს კოორდინირებული ოპერაცია ფსარის რაიონში და დააკავეს 45 წლის ზედამხედველი. ჩხრეკის შედეგად მას 3 დაზარალებულის პირადობა და 320 ევროს ოდენობის თანხა აღმოაჩნდა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *